გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)-კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდეს გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
სხვა სიახლეები
ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“
23.03.2026.11:25
სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი იწყებს რეგისტრაციას ახალ სასწავლო კურსზე - „ელექტროსადგურების ოპერირების საფუძვლები“. ახალი კურსის ფარგლებში მსმენელებს საშუალება მიეცემათ სიღრმისეულად გაეცნონ ელექტროსადგურების მუშაობის პრაქტიკულ ასპექტებს.
ტრენინგ-მოდული მოიცავს ენერგოსისტემის სტრუქტურისა და ფუნქციონირების მიმოხილვას, სხვადასხვა ტიპის ელექტროსადგურების - ჰიდრო, თბო, ქარისა და მზის ოპერირების სპეციფიკას, ასევე ელექტრომექანიკურ, ქსელურ და დისპეტჩერიზაციის პროცესებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამედროვე ტექნოლოგიებს, ავტომატიზაციასა და ენერგოობიექტების მართვის ციფრულ სისტემებს.
პროგრამის მნიშვნელოვანი ნაწილია ელექტროსადგურების ქსელში ინტეგრაციის საკითხები, ტექნიკური მოთხოვნები, ელექტროენერგიის აღრიცხვა და მონაცემთა მართვის თანამედროვე მიდგომები, ასევე შრომის უსაფრთხოების სტანდარტები.
სემეკის წარმომადგენლებთან ერთად ტრენინგებს ჩაატარებენ მოწვეული ლექტორები - ენერგეტიკის სექტორში წარმატებული პრაქტიკოსები და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები.
კურსი განკუთვნილია ენერგეტიკის სფეროში დამწყები სპეციალისტებისთვის, ინჟინრებისთვის, სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, ასევე ყველა იმ პირისთვის, ვინც დაინტერესებულია ელექტროსადგურების ოპერირების ტექნიკური მიმართულებით ცოდნის მიღებით ან გაღრმავებით.
სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2026 წლის 17 აპრილის ჩათვლით. ტრენინგები დაიწყება 21 აპრილს და ჩატარდება კვირაში ორჯერ: სამშაბათს და ხუთშაბათს, 19:00 საათზე. პროგრამა მოიცავს 13 შეხვედრას (ჯამში 26 საათი).
ტრენინგები გაიმართება მისამართზე: ქ. თბილისში, ა. მიცკევიჩის ქუჩა N27ბ-ში. კურსის ღირებულება ერთ მონაწილეზე შეადგენს 800 ლარს.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდს: https://bit.ly/4bkEMYI