გორის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა დაწესდება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე მდებარე გორის საავტომობილო გვირაბში, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 21 ივლისის 23:00 სთ-დან 22 ივლისის 07:00 სთ-მდე და 22 ივლისის 23:00 სთ-დან 23 ივლისის 07:00 სთ-მდე გვირაბის სენაკი-თბილისის, ხოლო 23 ივლისის 23:00 სთ-დან 24 ივლისის 07:00 სთ-მდე და 24 ივლისის 23:00 სთ-დან 25 ივლისის 07:00 სთ-მდე გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულებებზე შეიზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
საავტომობილო გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
საავტომობილო გვირაბის თბილისი-სენაკის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება გვირაბის სენაკი-თბილისის მიმართულებაზე და სენაკი-თბილისის მიმართულება გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გორის გვირაბების შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.07.2025.17:52
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, თამარ მეფის სახელობის ხიდზე არსებული ტროტუარების რეაბილიტაციას იწყებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 22 ივლისიდან ერთი თვის განმავლობაში, თამარ მეფის სახელობის ხიდზე არსებულ საავტობუსე ზოლებზე გადაადგილება ღამის საათებში შეიზღუდება.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას, ფეხით მოსიარულეთათვის, გზის განაპირა ზოლში სპეციალურად მოეწყობა ორმაგი დამცავი ჯებირები, სადაც ფეხით გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლებზე ნებადართული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხიდზე არსებულ საავტობუსე ზოლებზე მოძრაობა შეზღუდული იქნება 00:00 საათიდან 06:00 საათამდე. შეზღუდვები იმოქმედებს მონაცვლეობით, ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ ეტაპზე ხიდის მეორე მხარეს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო! “, - აცხადებენ მერიაში.