მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7083.7
-0.0032
flag
AZN 1.5996
-0.0007
flag
CNY 37.95
-0.0051
flag
EUR 3.2029
-0.0126
flag
GBP 3.7284
-0.0218
flag
KZT 52.43
0
flag
TRY 0.0683
0
flag
USD 2.7203
-0.0012

"გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" YouTube პლატფორმაზე გრძელდება - პროექტის პარტნიორია საქართველოს ბანკი

news image

საქართველოს ბანკი საინტერესო პროექტების მხარდაჭერას აგრძელებს. ამ მიზნით ბანკი დათო გორგილაძის საავტორო პროექტის, „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქის“ YouTube პლატფორმის წარმდგენია.

გადაცემა, რომელიც მაყურებლის დიდი სიყვარულით სარგებლობს საინტერესო რესპონდენტების, აქტუალური პერსონების გაცნობას, უკვე YouTube პლატფორმის საშუალებით გააგრძელებს. გადაცემის ფორმატი გულისხმობს მაყურებლისთვის იმ კითხვებზე პასუხის მიღებას, რომლებიც ჯერ არ დასმულა ან ისმის, მაგრამ პასუხები არ გაცემულა. გადაცემის სტუმრები იქნებიან ადამიანები, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყნის საზოგადოებრივ თუ კულტურულ ცხოვრებას. შესაბამისად, მათი პროფესიული, საზოგადოებრივი და, ზოგიერთ შემთხვევაში, პირადი ცხოვრების საინტერესო დეტალები, ასევე მათი აზრი მნიშვნელოვან მოვლენებზე, მაყურებელს საშუალებას აძლევს უფრო მკვეთრი შთაბეჭდილება შეიქმნას აღნიშნულ პერსონაზე და გადაიაზროს ესა თუ ის მოვლენა. სიახლეა ის, რომ გადაცემაში იქნება ახალი რუბრიკა - „არ გაჩერდე“, რომელიც იმ ადამიანების ისტორიებს წარმოაჩენს, რომლებიც არასდროს ჩერდებიან.

გადაცემის მიზანი ცნობილ ადამიანებთან ერთად ნაკლებად ცნობილი, საინტერესო პერსონების აღმოჩენა და საზოგადოებისთვის გაცნობაა.

„ჩვენ წამითაც არ დაგვიშვია, რომ "სიმსუბუქე" გაჩერდებოდა. უბრალოდ იმაზე ვფიქრობდით, რა იქნებოდა ოპტიმალური პლატფორმა პროექტისთვის და, საბოლოოდ, Youtube-ი შევარჩიეთ. აღმოვაჩინეთ, რომ ეს პროექტი ძალიან ბევრი ადამიანისთვის ყოფილა საინტერესო და საყვარელი. ის მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობთ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც თავს დანებების საშუალებას ვერ მივცემდით. ასე რომ, წინ "სიმსუბუქის" ბევრი საინტერესო ეპიზოდია", - ამბობს დათო გორგილაძე, პროექტის ავტორი.

„საქართველოს ბანკის მთავარი სლოგანია „არ გაჩერდე“ და ამის ძალიან კარგი მაგალითია დათო გორგილაძის საავტორო გადაცემა, რომელიც სწორედ ისეთ ადამიანებს აცნობს საზოგადოებას, რომლებიც არ გაჩერების, მუდმივი პროგრესისა და განვითარების ძალიან კარგი მაგალითები არიან. ჩვენი, როგორც ბანკის მიზანია, დავეხმაროთ ადამიანებს, მოახდინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება. დათო სწორედ ასეთ ადამიანებს წარმოაჩენს და ამით სხვასაც აძლევს სტიმულს, არ გაჩერდნენ, განვითარდნენ. გარდა ამისა, თავად გადაცემის ფორმატი ძალიან განსხვავებულია იმით, რომ  არ აქვს სტუდია. თითოეული ინტერვიუს ადგილი განისაზღვრება რესპონდენტის ხასიათისა და საქმიანობის მიხედვით, რასაც გადაცემაში ე.წ. „რეალითის“ ელემენტები შემოაქვს, წამყვანსა და სტუმარს  იმპროვიზაციის შესაძლებლობას აძლევს და კიდევ უფრო საინტერესოს ხდის გადაცემას. ჩვენ წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პარტნიორობას და მოხარული ვართ რომ საზოგადოებისათვის  ასეთ მნიშვნელოვან პროექტს ვუჭერთ მხარს“,- აცხადებენ ბანკში.

იმისათვის, რომ არ გამოგრჩეთ ახალი ეპიზოდები, გამოიწერეთ Youtube არხი -გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თუშეთისკენ მიმავალ გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

03.07.2025.12:48

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხევის ადიდების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ10-კმ72 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 

ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის ინტენსიური სამუშაოები, რათა უმოკლეს ვადებში აღდგეს ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ1-კმ9 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა