მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

გოგიტა თოდრაძე საქსტატის აღმასრულებელ დირექტორად ახალი ვადით დაინიშნა

news image

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორად გოგიტა თოდრაძე ახალი ვადით დაინიშნა.

თოდრაძე აღნიშნულ პოზიციაზე კონკურსის წესით შეირჩა. საკონკურსო პროცესი ჩაატარა საქართველოს მთავრობის 2026 წლის 16 მარტის №110 დადგენილებით შექმნილმა კომისიამ, რომელმაც კანდიდატების შეფასების შედეგად გოგიტა თოდრაძე შეარჩია და მისი კანდიდატურა პრემიერ-მინისტრს დასანიშნად წარუდგინა.

გოგიტა თოდრაძე საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას 2018 წლიდან იკავებს. მას მიღებული აქვს უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის (სტატისტიკის) და სამართლის მიმართულებით. 2006 წლიდან ფლობს ეკონომიკის აკადემიური დოქტორის ხარისხს.

მას აქვს საქსტატში მუშაობის თითქმის 25-წლიანი გამოცდილება. კარიერა დაიწყო 2002 წელს მოსახლეობის აღწერის სამმართველოში ეკონომისტის პოზიციაზე. სხვადასხვა წლებში მუშაობდა სოციალური ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსის მოადგილედ, თბილისის სტატისტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილედ და უფროსად. 2006-2016 წლებში იყო ბიზნეს სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსი, 2016-2018 წლებში — აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე, ხოლო 2018 წლიდან — აღმასრულებელი დირექტორი.

გოგიტა თოდრაძე აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სტატისტიკურ საქმიანობაში. 2017 წლიდან მონაწილეობს გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ექსპერტთა სამუშაო ჯგუფებში. 2019-2022 წლებში იყო გაეროს სტატისტიკის კომისიის (UNSC) წევრი.

2018 წელს არჩეულ იქნა გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (UNESCAP) სტატისტიკის კომიტეტის ბიუროს წევრად, ხოლო 2020-2022 წლებში იმავე ბიუროს თავმჯდომარის პოზიცია ეკავა.

2025 წლის ივნისიდან არის UNECE-ის ევროპის სტატისტიკოსთა კონფერენციის (CES) ბიუროს წევრი და ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2025 წლის სექტემბერში აირჩიეს საერთაშორისო სტატისტიკის ინსტიტუტის (ISI) წევრად.

გარდა ამისა, გოგიტა თოდრაძეს აქვს 15-წლიანი უწყვეტი პედაგოგიური გამოცდილება. 2009 წლიდან კითხულობს ლექციებს სტატისტიკის მიმართულებით სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 2017 წლიდან არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2022 წლიდან — კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული პროფესორი.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ოთხი წლის ვადით ინიშნება. გოგიტა თოდრაძე ახალი ვადით უფლებამოსილების შესრულებას 2026 წლის 3 მაისიდან შეუდგება.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ელექტროენერგეტიკის რეგულირების მიმართულებით ახალი ტრენინგკურსს აცხადებს

16.04.2026.16:38

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი აცხადებს ახალ ტრენინგკურსს „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“, რომელიც მიზნად ისახავს სექტორის რეგულირების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.

კურსი შემუშავებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის გუნდის მიერ და პასუხობს თანამედროვე ენერგეტიკული სექტორის მოთხოვნებსა და გამოწვევებს. პროგრამა აერთიანებს საკანონმდებლო, ეკონომიკურ და ტექნიკურ კომპონენტებს, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ელექტროენერგეტიკის რეგულირების შესახებ მრავალმხრივი და სიღრმისეული ცოდნა.

სასწავლო კურსი განკუთვნილია ენერგეტიკის სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ასევე ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვინც მუშაობს ან გეგმავს საქმიანობას ელექტროენერგეტიკის მართვისა და რეგულირების მიმართულებით.
პროგრამა ასევე მოიცავს ევროპული მარეგულირებელი პრაქტიკებისა და ენერგეტიკული ბაზრების ლიბერალიზაციის ძირითადი პრინციპების გაცნობას.

ტრენინგებს ჩაატარებენ ენერგეტიკის სექტორის გამოცდილი სპეციალისტები. კურსის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და პრაქტიკული გზამკვლევი.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 მაისი, ხოლო ტრენინგკურსი 18 მაისს დაიწყება.

კურსის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ვებ-გვერდზე:https://bit.ly/3OJekiL

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა