სხვა სიახლეები
ტესლა პირველად მოხვდა ახალი რეგისტრაციებით საქართველოში ლიდერ ბრენდებს შორის | TBC Capital
18.11.2026.09:46
TBC Capital განახლებულ პუბლიკაციას ,,საქართველოს ავტოინდუსტრია - 9 თვე 2026" აქვყნებს. ანგარიშში მიმოხილულია ბაზრის ძირითადი ტენდენციები.
,,2026 წლის 9 თვეში საქართველოს ავტოპარკი წლიურად 5.1%-ით გაიზარდა და 2.1 მილიონ ერთეულს გადააჭარბა. ავტოპარკის ძირითად ნაწილს ტრადიციულად მსუბუქი ავტომობილები შეადგენს, რომელთა წილი 82.6%-ია.
2026 წლის 9 თვეში პირველად რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობამ 129.6 ათასი შეადგინა, რაც წლიურად მხოლოდ 1.8%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ ახლად რეგისტრირებული ავტომობილების საშუალო ასაკი მნიშვნელოვნად შემცირდა და 6.9 წელი შეადგინა, ხოლო 0-5 წლის ასაკის ავტომობილების წილი 38%-მდე გაიზარდა, მაშინ როდესაც 2025 წელს ეს მაჩვენებელი 28% იყო.
2026 წლის 9 თვეში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და რეექსპორტი წლიურად, შესაბამისად, 13%-ით და 26%-ით შემცირდა. აღნიშნულზე, სავარაუდოდ, გავლენა იქონია შიდა აქციზური გადასახადების ცვლილებამ და რეექსპორტის ძირითად ბაზრებზე ჩინური მწარმოებლების მხრიდან მზარდმა კონკურენციამ. ყირგიზეთი და ყაზახეთი კვლავაც რეექსპორტის მთავარ მიმართულებებად დარჩნენ, თუმცა მათი ერთობლივი წილი 66%-მდე შემცირდა, მაშინ როდესაც 2025 წლის 9 თვეში 79%-ს შეადგენდა.
2026 წლის 9 თვეში მსუბუქი ავტომობილების პირველ რეგისტრაციებში ელექტრომანქანების წილი, 2025 წლის 5%-თან შედარებით, 9%-მდე გაიზარდა, რაც დაახლოებით 10 ათასი ელექტრომანქანას შეესაბამება. ბენზინისა და დიზელის საწვავზე ფასების ზრდამ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ელექტრომანქანების პოპულარობის ზრდას შეუწყო ხელი.
საქართველოში მსუბუქი ელექტრომანქანების ავტოპარკში აშშ-ში წარმოებული ელექტრომანქანები დომინირებს და მთლიანი რაოდენობის 49%-ს შეადგენს. სამეულს კრავს იაპონია და გერმანია, რომელთა წილები, შესაბამისად, 21% და 13%-ია", - წერს TBC Capital.