გლდანის რაიონის გამგეობამ 6 თვის განმავლობაში 7 142 787 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა
გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წლის დასაწყისიდან სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 7 142 787 ლარი დაიხარჯა.
გასული 6 თვის განმავლობაში მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერებს, სპორტულ მოედნებს, მოეწყო და განახლდა გზის საფარი.
კერძოდ, საგზაო ინფრასტრუქტურა 48 102 კვ.მეტრ ფართობზე მოწესრიგდა. სხვადასხვა სახის კეთილმოწყობის პროექტები 35 მისამართზე განხორციელდა. სამ მისამართზე მოეწყო სკვერი, გამგეობის ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა 70 პროექტი.
„ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მოსახლეობაზე მორგებული პროექტების განხორციელება და იმ პრობლემების აღმოფხვრა, რაც მოქალაქეებს აწუხებთ. სწორედ ამიტომ, გამგეობისთვის პრიორიტეტულია როგორც ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ასევე, სოციალური და კულტურული პროექტების განხორციელება. წელს, ექვსი თვის განმავლობაში გამგეობამ არაერთ ქუჩაზე მოაწესრიგა საგზაო ინფრასტრუქტურა, შექმნა მწვანე სივრცეები, ასევე, დემონტაჟი ჩავუტარეთ ავტოფარეხებს და მათ ნაცვლად სკვერები მოვაწყვეთ. გამგეობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა. წელს კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი გვაქვს როგორც მიმდინარე, ასევე, დაგეგმილი,” - აღნიშნა გლდანის რაიონის გამგებელმა ბესიკ კალაძემ ერთ-ერთი დასრულებული პროექტის დათვალიერებისას.
სხვა სიახლეები
14.07.2025.17:45
„საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორი 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ძალიან დინამიურად ვითარდება. რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა როგორც მგზავრთა გადაყვანის, ასევე სიხშირეების, ტვირთბრუნვის და საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მიმართულებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
ავიაციის სტატისტიკის კომენტირებისას, მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მგზავრთნაკადზე - საქართველოს აეროპორტები, საანგარიშო პერიოდში, 3,6 მლნ მგზავრზე მეტს მოემსახურნენ, რაც 14 პროცენტიანი ზრდაა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ირაკლი ნადარეიშვილი ასევე შეეხო სიხშირეების ზრდის მაჩვენებელს, რომელიც ასევე რეკორდული სიდიდით, 14 პროცენტით გაიზარდა და დაახლოებით 17,000 ფრენა შეადგინა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში, რაც მისასალმებელია მიმდინარე ტურისტული სეზონის ჭრილში.
ირაკლი ნადარეიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა კარგო - გადაზიდვებზე. მისი თქმით, 2025 წლის 6 თვეში ტვირთბრუნვამ საქართველოს აეროპორტებში დაახლოებით 16,000 ტონა შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 50-პროცენტიანი მატებაა. მისი თქმით, ასევე 7 პროცენტით გაიზარდა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების მაჩვენებელი.
„ყველა ეს მონაცემი დადებითად აისახება ტურიზმის დინამიკაზე და შედეგია იმ ეკონომიკური პოლიტიკისა, მათ შორის, ავიაციის მიმართულებით, ასევე იმ ძალისხმევის, რომელსაც საქართველოს მთავრობა ამ წლების განმავლობაში ახორციელებს, რათა გაიზარდოს საქართველოს დაკავშირებადობა სხვა ქვეყნებთან, ჩვენი ქვეყნის აეროპორტებიდან კი უფრო მეტი ფრენა შესრულდეს მსოფლიოს გლობალური დედაქალაქების მიმართულებით," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.