მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7043.1
0.0076
flag
AZN 1.5841
-0.0004
flag
CNY 37.76
-0.0016
flag
EUR 3.1579
0.0141
flag
GBP 3.6436
0.0172
flag
KZT 50.02
0
flag
TRY 0.0655
0
flag
USD 2.694
-0.0006

გივი მიქანაძემ KIU-ში ევროპის საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

news image

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) 1-4 სექტემბერს ხელოვნური ინტელექტის ფორმალური კვლევის შესახებ ევროპის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფორუმს მასპინძლობს. 

საერთაშორისო კონფერენცია – „ლოგიკები ხელოვნურ ინტელექტში“(JELIA 2025), რომელიც საქართველოში პირველად იმართება, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ გახსნა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა საუბრისას საერთაშორისო კონფერენციის საქართველოში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მასშტაბურობასა და როლს. 

გივი მიქანაძე: „დიდი პატივია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ვუმასპინძლოთ ასეთ პრესტიჟულ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც ევროპის ქვეყნებს მოიცავს. 

ეს არის შესანიშნავი პლატფორმა ინფორმაციისა და ცოდნის ურთიერთგაცვლისთვის –კონფერენცია შესაძლებლობას აძლევს მეცნიერებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ერთმანეთს საუკეთესო გამოცდილება გაუზიარონ.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები ხელოვნური ინტელექტის უახლოეს მიღწევებთან დაკავშირებით მოხსენებებს წარუდგენენ დამსწრე საზოგადოებას. რაც მთავარია და უმნიშვნელოვანესია, ეს არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, მათი რანგისა და როლის მორიგი აღიარება.

ასეთი კონფერენციების ჩატარება უდიდესი პრივილეგიაა და ის, რომ დღეს საქართველოში, კერძოდ კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იმართება, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უნივერსიტეტის მნიშვნელოვან მიღწევებსა და მის რეიტინგს საერთაშორისო ასპარეზზე.‘‘

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების სკოლის სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები. 

4-დღიან კონფერენციაში მონაწილეობენ ხელოვნური ინტელექტის ლოგიკური მოდელების საკითხებზე მომუშავე მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები და მკვლევრები. კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება კვლევების პრეზენტაცია და პანელური დისკუსიები, სადაც მოწვეული იქნებიან დარგის ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. აღსანიშნავია, რომ JELIA-ს კონფერენციაზე მოხსენების წარდგენა სპეციალური შერჩევის საფუძველზე ხდება, სადაც მაღალი კონკურენციაა. ყოველწლიურად მის პროგრამულ კომიტეტში მონაწილეობს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების ასზე მეტი ექსპერტი. მრავალთვიანი განხილვისა და მკაცრი შერჩევის პროცესის შემდეგ, კომიტეტმა წლევანდელი კონფერენციის პროგრამაში შეიტანა მაღალი ხარისხის 47 მოხსენება, რომლებიც წარმოაჩენს უახლეს მიღწევებს ლოგიკაზე დაფუძნებულ ხელოვნურ ინტელექტში.

ხელოვნური ინტელექტის ლოგიკის ევროპული კონფერენცია (Journées Européennes sur la Logique en Intelligence Artificielle - JELIA) 1988 წელს საფრანგეთში დაფუძნდა და მას შემდეგ ორ წელიწადში ერთხელ იმართება ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ფორუმს უკვე უმასპინძლეს საფრანგეთმა, გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, პორტუგალიამ, ესპანეთმა და სხვა ქვეყნებმა. 

JELIA-ს მიზანია ხელი შეუწყოს კავშირების გაფართოებასა და იდეების ურთიერთგაზიარებას სხვადასხვა დისციპლინის ისეთ მკვლევრებს შორის, რომლებიც მუშაობენ როგორც აკადემიური, ისე თეორიისა და პრაქტიკის მიმართულებით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა იწყება

01.09.2025.17:46

2025 წლის ოქტომბრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სამთავრობო პროგრამა იწყება. პროგრამის პირობების თანახმად, მასში ჩართვას და შესაბამისად, სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და  მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში ანაზღაურებადი სტაჟირების გავლას შეძლებენ საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქეები, რომლებმაც იციან სახელმწიფო ენა და სწავლობენ უმაღლესი განათლების პირველ  (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში) ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვთ უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

სტაჟიორთა შერჩევის კრიტერიუმად განსაზღვრულია სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს.

პროგრამის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სისტემაში შემავალ ორგანიზაციებში სტაჟირებას გაივლის საქართველოს 164 მოქალაქე შემდეგი მიმართულებებებით:

•             სამართალი

•             ეკონომიკა

•             ბიზნესის ადმინისტრირება

•             მშენებლობა/ჰიდროტექნიკური მშენებლობა/სივრცითი დაგეგმარება /ურბანისტი/არქიტექტურა

•             გეოლოგია/კარტოგრაფია 

•             ფიზიკა, ქიმია, რადიოფიზიკა, ავტომატიზაცია და მართვის სისტემები

•             მშენებელ-ინჟინერი, ინჟინერი, ავტოინჟინერი, ელექტროინჟინერი

•             ენერგეტიკა

•             ფინანსები/აუდიტი

•             საერთაშორისო ურთიერთობები

•             საჯარო მმართველობა

•             ჟურნალისტიკა, საზოგადოებრივი ურთიერთობები

•             კავშირგაბმულობა/ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები

•             ტრანსპორტი/ლოგისტიკა

•             საზღვაო მიმართულება

•             ჰიდროგრაფია

•             ტურიზმის მიმართულება 

•             სოციალური მეცნიერებები 

•             პროგრამირება/IT მიმართულება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტაჟირების მსურველებმა განაცხადი უნდა წარმოადგინონ პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, www.hr.gov.ge -ის მეშვეობით.

კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება, პროგრამაში სტაჟიორად ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს უფლებამოსილი კომისია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა