მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7067.6
-0.0036
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.474
0
flag
EUR 3.1737
-0.001
flag
GBP 3.6403
0.0033
flag
KZT 53.86
-0.001
flag
TRY 0.0628
0
flag
USD 2.6955
-0.0004

გივი ჩხარტიშვილმა შშმ პირებს, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ნობათები გადასცა

news image

დედაქალაქის საკრებულოს წევრმა, დიდუბის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა გივი ჩხარტიშვილმა სამაჟორიტარო რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ და  მრავალშვილიან ოჯახებსა და შშმ პირებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო ნობათები, მათ შორის სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცა.

გივი ჩხარტიშვილი  წარმომადგენლებთან ერთად  სამაჟორიტარო რაიონში რამდენიმე მისამართზე იმყოფებოდა.

„მინდა ჩემი რაიონის მოსახლეობას და სრულიად საქართველოს შობა-ახალი წელი მივულოცო, მშვიდობა, ჯანმრთელობა და ბედნიერება ვუსურვო. უკვე ვიყავით რამდენიმე ოჯახში და მათ დამდეგი დღესასწაულები მივულოცეთ.  დღის ბოლომდე კიდევ ვაპირებთ მოვინახულოთ სოციალურად დაუცველი,  მრავალშვილიანი ოჯახები და შშმ პირები და პირადად მივულოცოთ მათ.

მოქალაქეების თანადგომა ყოველი ჩვენგანის ვალია.  სიკეთით სავსე ქალაქში ცხოვრება  სხვაგვარად შეუძლებელია, რადგანაც სიკეთე და კეთილი საქმე გადამდებია. ამ ადამიანებისადმი  გამოვლენილი  ყურადღება და  მხარდაჭერა ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა საკრებულოს წევრმა.

მოსახლეობასთან შეხვედრები სამაჟორიტარო ბიუროსა და საქართველოში „Midea Group”-ის კონდიცირების სისტემების და საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში იყო ორგანიზებული.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image თოვლი, ნისლი, ქარბუქი, ზვავსაშიშროება - როგორი ამინდია მოსალოდნელი ახალი წლის დღეებში

30.12.2025.12:47

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 დეკემბერის დღის მეორე ნახევრიდან 3 იანვრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით. შესაძლებელია ქარის გაძლიერება, მთიან რაიონებში - ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.
1- 2 იანვარს ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშრიების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში. 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა