მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7141
-0.011
flag
AZN 1.5868
-0.0003
flag
CNY 39.195
-0.0014
flag
EUR 3.114
-0.001
flag
GBP 3.5718
0.0011
flag
KZT 57.97
0.0049
flag
TRY 0.0605
0
flag
USD 2.6975
-0.0006

გიორგი ცაგარეიშვილი, „შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა

news image

#ბიზნესინსაიდერისსტუმარი გიორგი ცაგარეიშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

„შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში“ ცვლილებები ამოქმედდა | რა იცვლება;

რა ფაქტორებზე დაყრდნობით დადგა აღნიშნული ცვლილებების საჭიროება;

როგორი იქნება აღსრულების და ტექნიკური მხარე;

როგორია „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო“-ს ჩართულობა და როლი პროცესში;

განსაზღვრულია საშეღავათო პერიოდები | რა მოიაზრება;

თანამშრომლობა და კომუნიკაცია ბიზნესთან;

სამინისტროს 2026-ის ძირითადი პრიორიტეტები.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონის 25-მდე საჯარო სკოლაში, მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა

07.04.2026.10:29

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გურიის რეგიონის 25-მდე საჯარო სკოლაში, მოზარდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრების ფარგლებში, ცენტრის წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ. გაიმართა ლექცია-სემინარები პლასტმასის მოხმარების შემცირების, ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების გზებზე. შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რამაც მოსწავლეთა აქტიურ ჩართულობასა და საკითხების უკეთ გააზრებას შეუწყო ხელი.

„ჩვენი მიზანია, გარემოსდაცვით და აგრარულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა თანაბრად იყოს უზრუნველყოფილი ყველა ბავშვისთვის, მათი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად. სწორედ ამიტომ, მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება და ეტაპობრივად მოვიცავთ ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელს, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა მოწყვლად თემებს, რათა თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს განვითარების და ინფორმირებული არჩევანის გაკეთების რეალური შესაძლებლობა“, - განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამთა დევდარიანმა.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მსგავსი საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრები უკვე ჩატარდა დაახლოებით 90-მდე სკოლაში. ინიციატივა აქტიურად გრძელდება და ეტაპობრივად მოიცავს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონს, რაც ხელს უწყობს გარემოსდაცვითი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას და ახალგაზრდებში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის გაძლიერებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა