მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით თბილისის საკრებულოს დელეგაცია ერევანში იმყოფება

news image

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს წევრებთან ერთად სომხეთის დედაქალაქ ერევანში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაცია სომხეთში ერევნის მუნიციპალიტეტის მიწვევით გაემგზავრა.  ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრები ერევნის მერის პირველ მოადგილეს, არმენ პამბუკჩიანს და მერის მოადგილეს, ლევონ ჰოვანისიანს შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძეც  ესწრებოდა.

შეხვედრაზე ერევნის მერის პირველმა მოადგილემ სომხეთისა და საქართველოს მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს  გაუსვა ხაზი და განაცხადა, რომ ქართული დელეგაციის ვიზიტი დედაქალაქების მუნიციპალურ ორგანოებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და გამოცდილების გაცვლას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები და დისკუსიები ორი ქვეყნის მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

ამას გარდა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ,  გიორგი ტყემალაძემ, შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან,  გიორგი შარვაშიძესთან, გამართა. გიორგი ტყემალაძემ ელჩს საქართველოს ახალი საელჩოს შენობის გახსნა მიულოცა და მას წარმატება უსურვა.

შეხვედრების დასრულების შემდეგ ქართული დელეგაცია ერევანში წიწერნაკაბერდის მემორიალურ კომპლექსს ეწვია. თბილისის საკრებულოს წევრებმა მემორიალი, რომელიც სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება, გვირგვინით შეამკეს.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები მესროპ მაშტოცის სახელობის ძველ ხელნაწერთა ინსტიტუტსაც ეწვივნენ და მატენადარანის დირექტორთან ერთად  ძველი ხელნაწერების რესტავრაციის დეპარტამენტი მოინახულეს. აგრეთვე სომხური და უცხოენოვანი ხელნაწერების ნიმუშები, მუზეუმში განთავსებული მუდმივი და დროებითი გამოფენები   დაათვალიერეს.  

თბილისის საკრებულოს დელეგაციაში გიორგი ტყემალაძესთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძე და სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ლევან ჯაფარიძე იმყოფებიან.

 

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჯივიპიმ ევდოშვილის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო

30.07.2025.15:56

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ევდოშვილის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი კომპანიის 2025 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ინვესტიცია 1.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ჯივიპის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, გივი ჩხარტიშვილი ადგილზე გაეცნენ.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება  1.7 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, დამონტაჟდება 37 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 76 საკვანძო ჭა და 3 სახანძრო ჰიდრანტი.

„ჯივიპი აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების შეცვლა-განახლებას. ახლა ჩვენ ვიმყოფებით დიდუბის რაიონში, ევდოშვილის ქუჩაზე, სადაც წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება მიმდინარეობს. სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყო და მისი დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ღირებულება 1.6 მილიონ ლარზე მეტია,“ - გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური  დირექტორი.

პროექტის დასრულების შემდეგ ევდოშვილის და მიმდრებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

ჯივიპი მომავალშიც განაგრძობს გეგმური საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ეტაპობრივ განახლებას ემსახურება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა