გიორგი ტყემალაძე და ზურაბ ჩიკვილაძე აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „კამილიელთა სამედიცინო ცენტრს“ ეწვივნენ
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან, ზურაბ ჩიკვილაძესთან დამერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსთან, გელა ჩივიაშვილთან, ერთად აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აუტიზმის სპექტრის დარღვევის აბილიტაციის პროგრამაში ჩართულ სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციას - „კამილიელთა სამედიცინო ცენტრს“ - ესტუმრა.
სტუმრებს ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა კობა კაბოსნიძემ უმასპინძლა, სამედიცინო დაწესებულებაში არსებული გარემო დაათვალიერებინა და დეტალური ინფორმაცია მიაწოდა იმ სერვისებზე, რომლებსაც ბენეფიციარები იღებენ.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ სამედიცინო დაწესებულებაში სტუმრობისას განაცხადა, რომ უმნიშვნელოვანესია მუნიციპალიტეტის მხარდაჭერა იმ ბავშვებისა და მოზარდების მიმართ, რომლებიც აუტიზმის სპექტრის დარღვევის აბილიტაციის პროგრამაში არიან ჩართულნი.
„დღეს პროგრამით მოსარგებლეთა ლიმიტი 300 ერთეულით არის გაზრდილი, რაც ნიშნავს, რომ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებას 2400 ბენეფიციარი იღებს. ჩვენ 11 სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციასთან ვთანამშრომლობთ, რომლებშიც ბენეფიციარები არიან
გადანაწილებულნი, პროგრამისთვის გამოყოფილი თანხა კი საერთო ჯამში 11 მილიონ ლარზე მეტია.
უმნიშვნელოვანესია, რომ დღეს არცერთი ბავშვი არ არის მომლოდინეთა სიაში. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს იმისათვის, რათა აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებისთვის სერვისი მაღალი ხარისხით იყოს მიწოდებული“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ცენტრში გამართულ შეხვედრაზე ზურაბ ჩიკვილაძემ ყურადღება აუტიზმის სპექტრის მქონე ბენეფიციარებთან მუშაობის პრინციპზე, მათ საჭიროებებსა და მუნიციპალიტეტის მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ პროგრამებზე გაამახვილა.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით აუტიზმის სპექტრის დარღვევის აბილიტაციის პროგრამაში ახლადჩართულ სერვის-ცენტრში, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და სადაც ჩვენი პატარები მათთვის საჭირო თერაპიულ სეანსებს იღებენ. მოხარული ვარ, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის“ პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენთვის პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა და მათი ოჯახების ხელშეწყობა უმნიშვნელოვანესია, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თითოეულმა ამგვარი საჭიროების მქონე პატარამ და მოზარდმა ისარგებლონ არსებული სერვისებით და მუდმივად ვმუშაობთ აღნიშნული პროგრამის განვითარებაზე,“ - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
2007 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა. აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
სხვა სიახლეები
როგორი ამინდია მოსალონელი 11 დეკემბერს საქართველოში
11.12.2025.10:09
11 დეკემბერს ქუთაისში წვიმებს, დღისით +14 და ღამით +9 გრადუსია მოსალოდნელი.
წვიმაა ოზურგეთშიც, დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8. ბათუმშიც იწვიმებს, დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთშიც. დღისით +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია მოსალოდნელი. იწვიმებს ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +14, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.
წვიმიანი დღეა დღეა სოხუმშიც. +11 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +7 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +5 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში იწვიმებს, ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +10 გრადუსი, ღამით კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც იწვიმებს, +8 იქნება დღისით, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -5 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიან დღეს ელოდებიან გორშიც, დღისით +13 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში უნალექო დღე იქნება, დღის განმავლობაში +4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +5, ღამით კი -5 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან ამინდს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +12 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავშიც, +11 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +4 გრადუსია ნავარაუდევი.
არც გურჯაანში იწვიმებს. დღისით +12 გრადუსი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში უნალექო დღეა, დღისით +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც მზიანი დღეა იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +5 გრადუსი იქნება.