გიორგი სააკაძის მოედნიდან ვახუშტის ხიდამდე, დაგეგმილი სამუშაოების გამო, საავტომობილო მოძრაობა ღამის საათებში შეიზღუდება
გიორგი სააკაძის მოედნიდან ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ინფრასტრუქტურული სამუშაოები იწყება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 28 ნოემბრის 00:00 საათიდან, ორი კვირის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა მხოლოდ ღამის საათებში შეიზღუდება.
მერიის ინფოტმაციით, შეზღუდვა იმოქმედებს 00:00 საათიდან - 06:00 საათამდე პერიოდში, რა დროსაც, გიორგი სააკაძის მოედნის, გიორგი სააკაძის დაღმართისა და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარკვეულ მონაკვეთებში საავტომობილო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება.
„სამუშაოების მიმდინარეობისას, გზის სავალი ნაწილის სამოძრაო ზოლები დროებით შევიწროვდება. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!“, - აცხადებენ მერიაში.
სხვა სიახლეები
Wolt-ზე ქალთა და დედის დღის შეთავაზებები - 50%-მდე ფასდაკლებები 8 მარტამდე
03.03.2026.12:49
ქალთა და დედის დღესთან დაკავშირებით Wolt მომხმარებლებს სპეციალურ კამპანიას სთავაზობს, რომლის მიზანია სადღესასწაულო საყიდლები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს. 2 მარტიდან 8 მარტის ჩათვლით, პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება 50%-მდე ფასდაკლება სხვადასხვა კატეგორიაში.
კამპანიის ფარგლებში მომხმარებელს დახვდება მრავალფეროვანი არჩევანი და სპეციალური შეთავაზებები ყვავილებზე, საჩუქრებზე, ტკბილეულზე, სილამაზისა და მოვლის პროდუქტებზე, ასევე, სხვა შესაბამის კატეგორიებზე, რომლებიც 3 და 8 მარტის აღსანიშნავად განსაკუთრებით მოთხოვნადია.
Wolt-ის მიზანია, ერთ სივრცეში გააერთიანოს ყველაფერი, რაც საყვარელი ადამიანებისთვის სასიამოვნო სიურპრიზის მოსაწყობად არის საჭირო, სწრაფი მიწოდებითა და კონკურენტული ფასებით. კამპანია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, წინასწარ დაგეგმონ საყიდლები და სასურველი პროდუქტები განსაკუთრებული პირობებით შეიძინონ.
სპეციალური შეთავაზებები ვრცელდება Wolt-ის აპლიკაციაში ხელმისაწვდომ პარტნიორ ობიექტებზე და მოქმედებს 2-დან 8 მარტის ჩათვლით.
Wolt აგრძელებს მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარებას და სადღესასწაულო პერიოდშიც უზრუნველყოფს საჩუქრების სწრაფ, მარტივ და კომფორტულ შეძენას ერთ აპლიკაციაში.