მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7073.8
0.0003
flag
AZN 1.5985
0.0001
flag
CNY 37.878
-0.0007
flag
EUR 3.1875
0.0004
flag
GBP 3.6909
-0.005
flag
KZT 52.32
0
flag
TRY 0.0679
-0.0001
flag
USD 2.7181
0.0001

გიორგი კალანდარიშვილმა ახალგაზრდებთან გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

news image

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებისა და მათი ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით პროექტის - „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები - იდეიდან ცვლილებამდე“ ფარგლებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს აგრძელებს.

მორიგი შეხვედრა რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. ახალგაზრდებს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შეხვდა.

შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა ახალგაზრდების მონაწილეობის მნიშვნელობა და როლი საარჩევნო პროცესში, დეზინფორმაცია, როგორც საარჩევნო პროცესის მთავარი და ამავდროულად გლობალური გამოწვევა და მასთან ბრძოლის სტრატეგია, 4 ოქტომბერს გასამართი მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები. შეხვედრის დასასრულს გაიმართა დისკუსია. ახალგაზრდებს ჰქონდათ შესაძლებლობა პასუხები მიეღოთ მათთვის საინტერესო და აქტუალურ კითხვებზე.

„როგორც ყოველთვის, ახალგაზრდებთან შეხვედრა განსაკუთრებული ინტერესითა და ინფორმირებულობით გამოირჩევა, როგორც ცესკოს მხრიდან ინფორმაციის მიწოდების, ისე მათი მხრიდან უკუკავშირის მიღების თვალსაზრისით. ამ შეხვედრების მთავარი მიზანი ერთი მხრივ, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალგაზრდების ინფორმირება და მათი ცნობიერების ამაღლებაა, მეორე მხრივ კი, მათი გააქტიურებისა და ჩართულობის ხელშეწყობა. მნიშვნელოვანია, საარჩევნო პროცესებში მათი, როგორც აქტიური მოქალაქეების ჩართულობა, ასევე ახალგაზრდების უფრო მეტი წარმომადგენლობა და მონაწილეობა სხვადასხვა პროექტსა თუ საარჩევნო კომისიებში“,- აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

პროექტი - „საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოები - იდეიდან ცვლილებამდე“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების ასოციაციის მჭიდრო თანამშრომლობით სხვადასხვა რეგიონში ეტაპობრივად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ახალგაზრდებთან უკვე გაიმართა სამი შეხვედრა. შემდეგი შეხვედრა დაგეგმილია აჭარაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ძლიერი სიცხის გამო ათენში აკროპოლისი დროებით დაიკეტა

08.07.2025.17:03

საბერძნეთში ძლიერი კვლავ ძლიერი სიცხე ფიქსირდება, რის გამოც ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - აკროპოლისი დროებითი დაიკეტა.

ათენში ტემპერატურა 42C აღწევს, მაღალია ტყის ხანძრების გაჩენის ალბათობა. შესაბამისად ქალაქის ხელმძღვანელობამ აკროპოლისის ადგილობრივი დროით 13:00-დან 17:00 საათამდე დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. 

როგორც მთავრობაში განმარტეს, ამ გადაწყვეტილების მიზანი აკროპოლისში მომუშავე ადამიანებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ყოველდღიურად აკროპოლისს ათობით ათასი ადამიანი სტუმრობს, 2024 წელს კი მონუმენტი 4,5 მილიონმა ადამიანმა მოინახულა. 

ამასთან, ორშაბათს საბერძნეთის ტერიტორიაზე 41 ტყის ხანძარი წარმოიშვა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა