გიორგი ფანგანმა EU4Energy-ს ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ბრიუსელში, EU4Energy-ს ორგანიზებით გამართულ რეგიონულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განხორციელებული ენერგეტიკული პროექტები განიხილეს. გიორგი ფანგანმა მონაწილეებს გააცნო სემეკის მიერ ევროკავშირის დახმარებით განხორციელებული აქტივობები და ყურადღება გაამახვილა მათ მნიშვნელობაზე ენერგეტიკის სექტორის რეგულირების პროცესში.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირის დახმარების ინსტრუმენტებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის და აღნიშნული დახმარების ფარგლებში განხორციელებული პროექტების მართვის მექანიზმებზე.
EU4Energy -ის მიზანია ხელი შეუწყოს სუფთა ენერგიის განვითარებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ენერგეტიკის საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოების, აგრეთვე მტკიცებულებებზე დაფუძნებული ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავების შესაძლებლობების გაძლიერებას, მდგრადი ენერგეტიკული ინვესტიციებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას. პროგრამა ხორციელდება ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER), ენერგეტიკული გაერთიანებისა და ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) მიერ.
სხვა სიახლეები
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
02.01.2026.18:48
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ79-კმ93 (მლეთა-გუდაური) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია და განხორციელდება ცალმხრივ რეჟიმში, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ამავე საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის საგზაო მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე საგზაო მოძრაობა თავისუფალია.