მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7262.2
0.0061
flag
AZN 1.5833
-0.0003
flag
CNY 39.422
0.0031
flag
EUR 3.15
0.0001
flag
GBP 3.6369
0.0011
flag
KZT 58.11
-0.0003
flag
TRY 0.0596
-0.0001
flag
USD 2.6916
-0.0004

გიორგი ამილახვარმა სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართა

news image

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი სამუშაო ვიზიტით სომხეთის დედაქალაქ ერევანში იმყოფება.

 

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ამილახვარმა სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჟანა ანდრეასიანთან სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით არსებული თანამშრომლობის გაფართოების საკითხები და საგანმანათლებლო სისტემის მხარდამჭერი მექანიზმები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა ორი ქვეყნის ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავების კუთხით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის სომხეთში ვიზიტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველოლოგიური ცენტრის გახსნას, მასწავლებელთა ხელშეწყობას კვალიფიკაციის გაუმჯობესებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით, მოსწავლეთა და სტუდენტთათვის მრავალფეროვანი გაცვლითი პროგრამების შეთავაზებასა და სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდული ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებას.

 

მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს საქართველოში სომხურენოვანი სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ნაბიჯები გააცნო. კერძოდ, გიორგი ამილახვარის თქმით,  2024-2025 სასწავლო წლიდან ქართული ენის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (1+4) ჩარიცხულ სომხურენოვან სტუდენტთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსება გაორმაგდა, შესაბამისად, სწავლა ყოველწლიურად 100 სომხურენოვანი სტუდენტის ნაცვლად 200 სტუდენტს დაუფინანსდება.

 

გიორგი ამილახვარმა სომეხ კოლეგასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზეც იმსჯელა, რაც, შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქართული და სომხური ენისა და ლიტერატურის სწავლების გაძლიერებას, ხოლო მეცნიერების განვითარების კუთხით ერთობლივი სამეცნიერო პროექტების განხორციელების ხელშეწყობას გულისხმობს.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის გაძლიერების მიზნით შესაბამისი სამუშაო ჯგუფების ფორმირების საკითხიც განიხილეს.

 

ორი ქვეყნის მინისტრების შეხვედრას სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი შარვაშიძე ესწრებოდა.

 

news banner news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

01.05.2026.08:57

პირველ მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +24 და ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც წვიმაა, +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +9 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +16 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +20 გრადუსი, ღამით კი 5 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +19 იქნება დღისით, ღამით კი 7 გრადუსი დაფიქსირდება.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +21 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება.

ომალოშიც იწვიმებს. დღისით +14 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა