ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ჩენგდუში ქართული ღვინის მორიგი წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი ოთხი კომპანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ჩენგდუში გამართულ გამოფენაში „Fine Wineseer” მონაწილეობდა.
მიმდინარე კვირაში, ქალაქ ჩენგდუში, ქართული ღვინო ასევე წარმოდგენილი იყო გამოფენაზე Fine Wine Hotel Exhibition. ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებლები მონაწილეობენ მასშტაბურ გამოფენაში „China Food & Drinks Fair“.
ზემოთ აღნიშნულ ღონისძიებებში საქართველოს წარდგენა, ქართული ღვინის ცნობადობის ამაღლებას, ახალი პარტნიორების მოძიებასა და საექსპორტო პოზიციების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი გამოკვეთილი სტრატეგიული ბაზარია, სადაც 2013 წლიდან აქტიურად მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მონაწილეობას იღებენ მასშტაბურ გამოფენებზე: „Fine Wine Hotel Exhibition”, „The China Food & Drinks Fair“, „RAW Wine Shanghai”, „Shanghai International Wine Challenge“ (SIWC), „Interwine China “ და სხვა.
სხვა სიახლეები
თინათინ ნიბლოშვილის ინიციატივით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან დასაქმების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
27.03.2026.15:55
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თინათინ ნიბლოშვილის, ინიციატივით დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და თბილისის საკრებულოსთან არსებულ ეთნიკური უმცირესობის საკოორდინაციო საბჭოს შორის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.
ღონისძიება საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, თინათინ ნიბლოშვილმა და სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, ხათუნა ცერცვაძემ, გახსნეს.
როგორც თინათინ ნიბლოშვილმა აღნიშნა, საკრებულოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის გამოცდილება არსებობს.
„მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბჭოს წევრებმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღონ არსებული პროგრამების შესახებ და შემდგომ საკუთარ თემებში გაავრცელონ. აღნიშნული ხელს შეუწყობს მოქალაქეთა დასაქმების გაზრდას, სერვისების ხელმისაწვდომობას და სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“, - განაცხადა თინათინ ნიბლოშვილმა.
შეხვედრის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ხელმძღვანელმა ბექა ბურჭულაძემ პრეზენტაცია გამართა, რომელზეც ეთნიკური თემის წარმომადგენლებს სააგენტოს საქმიანობის, მათი სერვისების და პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. მონაწილეებმა იმსჯელეს ეთნიკური უმცირესობების დასაქმების ხელშეწყობის მექანიზმებზე, გამოწვევებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.