ღრმა მწუხარებას გამოვხატავთ ილია II-ს გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებთ ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ - ავსტრიის საელჩო
ავსტრიის საელჩო საქართველოს ილია მეორის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს. შესაბამისი განცხადება საელჩოს სოციალურ ქსელებში გამოქვეყნდა.
„ავსტრიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოხატავს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ს გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ყველა მართლმადიდებელს საქართველოში და საზღვარგარეთ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენ დავკარგეთ მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II - საქართველოს საელჩო ვატიკანში
სხვა სიახლეები
ჩვენ დავკარგეთ მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II - საქართველოს საელჩო ვატიკანში
18.03.2026.13:11
საქართველოს საელჩო ვატიკანში კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელიც სოციალურ ქსელში X საელჩოს ანგარიშზე გამოქვეყნდა.
„ჩვენ დავკარგეთ მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, თუმცა მისი ლოცვა, მისი მოძღვრება და მისი განუზომელი სიყვარული საქართველოსადმი მარადისობაში გაგრძელდება. დაე მშვიდობით განისვენოს მისმა სულმა, მისი მემკვიდრეობა კი მუდამ გვიძღოდეს წინ“, - აღნიშნულია განცხადებაში.