ღონისძიების გაუქმების, გადადების შემთხვევაში tkt.ge-ს და biletebi.ge-ს მომხმარებლისთვის თანხის სრულად უკან დაბრუნება დაევალა - GCCA
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) შპს „თინეთის" (www.tkt.ge )და შპს „ელ.ბილეთების" (www.biletebi.ge) მხრიდან „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. საკითხი ეხება - ღონისძიების გაუქმების ან გადადების შემთხვევაში, მომხმარებლის მიერ გადახდილი თანხის სრულად უკან დაბრუნებას.
საქმის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ კონკრეტული ღონისძიების გაუქმების დროს, მომხმარებლებმა მხოლოდ ბილეთის საფასური დაიბრუნეს, პლატფორმის მომსახურების საკომისიოს გამოკლებით. გამომდინარე იქიდან, რომ თანხის ჯამური გადახდა ხორციელდება ერთ პლატფორმაზე, ერთი ტრანზაქციის ფარგლებში - ორივე ქმედება ურთიერთდაკავშირებულია და მათი ცალ-ცალკე განხილვა ბიზნეს-სამომხმარებლო ურთიერთობის ბალანსის დარღვევაა, რადგან თუ მომხმარებელი მომსახურების საკომისიოს არ გადაიხდის, ბილეთს ვერ შეიძენს და შესაბამისად ღონისძიებასაც ვერდასწრება.
სააგენტო განმარტავს, რომ მომხმარებელი არ უნდა დაზარალდეს ღონისძიების გაუქმების ან გადადების გამო, რომელიც მის კონტროლს მიღმა მოხდა. კერძოდ, თუ ღონისძიება ორგანიზატორის ინიციატივით გაუქმდა, ორგანიზატორმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება.შესაბამისად, GCCA-ს პოზიციით, მომხმარებლებმა, რომლებიც www.biletebi.ge-სა და www.tkt.ge-ზე შეიძინეს ბილეთები, ღონისძიების გაუქმების/გადადების შემთხვევაში, უნდა მიიღონ ბილეთში გადახდილი თანხა სრულად, მათ შორის, საიტის მომსახურების საკომისიოც. აღნიშნული გადაწყვეტილება დაეფუძნა როგორც საქართველოს კანონმდებლობას, ისე ევროკავშირის შესაბამის დირექტივებსა და საერთაშორისო პრაქტიკას.
აღნიშნული ორი საქმის შესწავლის ფარგლებში, GCCA-ის მიერ დადგინდა - ღონისძიების გაუქმების, გადადების შემთხვევაში თანხის სრულად დაბრუნების სტანდარტი. სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ - ერთი თვის ვადაში, მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის მოთხოვნებს შეუსაბამონ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
16.07.2025.14:46
მსხვილი ამერიკული ბანკი The Bank of New York Mellon Corporation ქართულ საბანკო სექტორთან თანამშრომლობას აფართოებს.
სს "ბაზისბანკი" საკორესპონდენტო ბანკების გლობალურ ქსელს აფართოებს და თანამშრომლობას იწყებს ამერიკულ საერთაშორისო ფინანსური მომსახურების კომპანია The Bank of New York Mellon Corporation-თან.
თანამშრომლობა კიდევ უფრო გაამარტივებს ბაზისბანკის მომხმარებლებისთვის აშშ დოლარში საერთაშორისო გადარიცხვებისა და ჩარიცხვების განხორციელებას მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
აღსანიშნავია, რომ მსხვილი ამერიკული ფინანსური მომსახურების კომპანიის პარტნიორობა ქართულ საბანკო სისტემასთან ხაზს უსვამს ფინანსური სექტორის მიმართ ინტერესს და ზრდის ნდობას, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს საერთაშორისო გადარიცხვების არხები და გაუმჯობესდეს ტრანზაქციების ეფექტიანობა.
The Bank of New York Mellon Corporation გლობალური ფინანსური სერვისების უმსხვილესი მიმწოდებელია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში. BNY - ს საკორესპონდენტო ქსელის ერთ-ერთი უდიდესი დაფარვა აქვს მსოფლიოს მასშტაბით.
BNY სპეციალიზდება აქტივების მართვასა და სანდოობის მომსახურებებში, ემსახურება 100-ზე მეტ ბაზარს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. BNY 240 წელზე მეტია ემსახურება კლიენტებს და აქტივების მართვისა და საინვესტიციო საქმიანობის დიდი გამოცდილება აქვს მსოფლიოში.