გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში სათამაშოების ინდუსტრიაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა Spielwarenmesse 2026 გაიმართა
გერმანიის ქალაქ ნიურნბერგში სათამაშოების ინდუსტრიაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა Spielwarenmesse 2026 გაიმართა.
გამოფენა ერთ სივრცეში აერთიანებს 60 ქვეყნიდან 2800-ზე მეტ მწარმოებელ კომპანიას და 73 000-ზე მეტ ვიზიტორს, რაც მას ინდუსტრიის მთავარ შეხვედრის წერტილად აქცევს.
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, წელს აღნიშნულ გამოფენაში 10 ქართული კომპანია მონაწილეობდა, რომლებმაც საერთაშორისო აუდიტორიას ქართული პროდუქცია გააცნეს.
სხვა სიახლეები
5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი - გარემოს ეროვნული სააგენტო
03.04.2026.13:30
5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
„3 აპრილის დღის ბოლოდან 5 აპრილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება. 5-6 აპრილს აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში, იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აღნიშნულია განცხადებაში.