GCCA-მა შპს „აიპლიუსს" დარღვევა დაუდასტურა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „აიპლიუსის" მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
განსახილველ შემთხვევაში, სააგენტოს მომართა ორმა განმცხადებელმა, რომელთა მოთხოვნაც შეეხებოდა „აიპლიუსის" მიერ, კანონით გათვალისწინებული საგარანტიო მომსახურებისა და ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული საქონლის გადაცემის ვალდებულების დარღვევის შემთხვევებს.
სააგენტოს განმარტებით, მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს გადასცეს ისეთი საქონელი, რომელიც შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს, მათ შორის, თვისებებს, ხარისხსა და ფუნქციურ მახასიათებლებს. განსახილველ შემთხვევაში კი, მოვაჭრის მიერ, სახელშეკრულებო ვალდებულება სათანადოდ არ შესრულდა და მის მიერ გადაცემული პროდუქტი ვერ აკმაყოფილებდა კანონის მე-16 მუხლით დადგენილ მოთხოვნებს.
გარდა ამისა, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-17 მუხლი მოვაჭრეს ავალდებულებს ნაკლის აღმოფხვრას. ნაკლის მქონე საქონლის ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობაში მოყვანისას (შეკეთება/შეცვლა) კი მოვაჭრე ვალდებულია, განახორციელოს ყველა საჭირო ქმედება უსასყიდლოდ და გონივრულ ვადაში, ისე, რომ მომხმარებელს არ შეექმნას მნიშვნელოვანი შეფერხება იმ მიზნის გათვალისწინებით, რისთვისაც მან ეს საქონელი შეიძინა.
სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, ერთი თვის ვადაში აღადგინოს მომხმარებელთა დარღვეული უფლებები და სავაჭრო პოლიტიკა სრულად შეუსაბამოს კანონის მოთხოვნებს.
დღის ტოპ 10 სიახლე
უმაღლესი განათლების რეფორმაზე უნივერსიტეტების უმეტესობასთან შეთანხმება უკვე გვაქვს - ზვიად გაბისონია
სხვა სიახლეები
2026 წელს სწავლება გახდება უფასო, 21 700 სტუდენტი დაფინანსდება 100%-იანი გრანტით
13.03.2026.22:00
საქართველოს განათლების სისტემაში 2026 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. როგორც მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, სწავლება უნივერსიტეტებში გახდება უფასო და 21 700 სტუდენტი დაფინანსდება 100%-იანი გრანტებით, ასევე ამ წელს დაწყებულია ახალი კვოტირების სისტემა და 3+1 მოდელზე გადასვლა.
„2026 წლის სიახლე იქნება ის, რომ იცით თქვენ - მმართველი პარტიის და მთავრობის გადაწყვეტილებით სწავლება გახდება უფასო. ეს ციფრებში არის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ეს არის 8-დან 14 000-მდე ჯამურად თუ სტუდენტი ფინანსდებოდა, ახლა უნდა დაფინანსდეს 21 700 - ყველაზე მარტივ ციფრებზე რომ ვილაპარაკოთ. და დაფინანსება იქნება ძველი ლოგიკის მიხედვით 100-პროცენტიანი გრანტის პრინციპით. დაფინანსება იქნება სრულად. პლუს ამას უნივერსიტეტებს აღარ ექნებათ დამატებითი მოთხოვნები ინფრასტრუქტურის დაფინანსებასთან დაკავშირებით, იგივე სახელფასო ფონდთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ასევე 3+1 მოდელზე გადავდივართ წელსვე. შესაბამისად მისაღებ გამოცდებზე ანკეტა-კითხვარები ამ ლოგიკით არის შევსებული. გარდა ამისა, პირველი კვოტირების ნაწილი რომელიც წელს დავიწყეთ ტესტირება, ამ ნაწილში წელსვე იქნება უკვე ამ მთავრობის გადაწყვეტილების მიხედვით კვოტირებების ნაწილი. ყოველწლიურად მოხდება ბაზრის კვლევების დადარება. შესაბამისად გვინდა იცოდეთ, რომ ეს კვლევა არ ყოფილა 5-წლიან პერსპექტივაში მხოლოდ. ჩვენ ყოველწლიურად ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მოვახდენთ შესაბამისი ბაზრის კვლევების გადაანგარიშებას და ამ ლოგიკით ვეცდებით, რომ დაახლოებით 2028-2029 წლისთვის მოხდეს ბაზრის კვოტების თანდათან იმ პერიოდამდე მისვლა, სადაც ერთი-ერთზე დავუახლოვდებით. ეს არის ის გარდამავალი პერიოდი, რომელზეც ვგეგმავთ რომ ყოველწლიურ რეჟიმში ძალიან ინტენსიურად ვიმუშავებთ“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.