მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7048.5
0.0132
flag
AZN 1.5878
0.0037
flag
CNY 37.916
0.0099
flag
EUR 3.1679
0.0206
flag
GBP 3.6599
0.0212
flag
KZT 49.91
-0.0001
flag
TRY 0.0653
0.0001
flag
USD 2.7002
0.0063

GCCA-მა პირველი სექტემბრიდან დღემდე კანონის დარღვევის ფაქტი 17 მოვაჭრეს დაუდგინა

news image

მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან დღემდე, GCCA-მა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი 17 მოვაჭრეს დაუდგინა. 

დარღვევები შეეხებოდა მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის, მომხმარებლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსაბამო საქონლის გადაცემის, საქონლის დადგენილ ვადაში მიწოდების ვადის დარღვევის, მომხმარებლისთვის ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების შეზღუდვისა და მოვაჭრის მიერ უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტებს. 

კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეებს დაევალათ, 1 თვის ვადაში აღმოფხვრან დარღვევა, სავაჭრო პოლიტიკა შეუსაბამონ კანონის მოთხოვნებს და აღადგინონ მომხმარებელთა დარღვეული უფლებები.

ამასთან, საანგარიშო პერიოდში, კანონის დარღვევის ფაქტის დადასტურების შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო 5 მოვაჭრე დაჯარიმდა, ჯარიმის საერთო ოდენობამ - 3908 ლარი შეადგინა. 

უფლებების დარღვევის შემთხვევაში, მომხმარებლებს შეუძლიათ, შეავსონ განაცხადის ფორმა მითითებულ ბმულზე: https://gcca.gov.ge/index.php?m=401 და შევსებული განაცხადი გაგზავნონ ელ-ფოსტაზე: consumer@gcca.gov.ge. დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ, ისარგებლონ GCCA-ის ცხელი ხაზით:  15 20 ან 032 2 05 44 22.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image პროექტის - „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ გამარჯვებულები სემეკს, ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ესტუმრნენ

15.09.2025.14:12

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის პროექტის, „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ გამარჯვებულები სემეკს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ეწვივნენ. მათ დაათვალიერეს სემეკის შენობაზე განთავსებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის ლაბორატორიები და ესტუმრნენ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის სათავო ოფისში განთავსებულ ეროვნულ სადისპეტჩერო ცენტრს. დაათვალიერეს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მართვის ფარი, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ენერგოსისტემის გამართულ მუშაობაზე. 

პროექტი  -  „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ განხორციელდა ქ.ყვარლისა და ქ. თელავის საჯარო სკოლის მოსწავლეებისათვის. პროექტის მიზანს წარმოადგენს ელექტროენერგიის წარმოებიდან მოხმარებამდე სრული ციკლის შესახებ სკოლის მოსწავლეების ინფორმირება, განახლებადი ენერგიების, საქართველოს მწვანე ენერგეტიკული პოტენციალის შესახებ მათი ცნობიერების დონის ამაღლება. პროექტის ფარგლებში, მონაწილეებს ჩაუტარდათ ტრენინგები და გაიმართა მოსწავლეების მიერ შექმნილი თემატური ნამუშევრების გამოფენა, სადაც გამარჯვებულები გამოვლინდნენ. 16 გამარჯვებული ნამუშევრის ავტორს პორტატული  და პლანშეტური კომპიუტერები გადაეცა. ამასთანავე, გამარჯვებული მოსწავლეებისთვის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით ერთკვირიანი საზაფხულო სკოლა მოეწყო.

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა