GCCA-მა „მილენიალსის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ შპს „მილენიალსის“ საჩივარზე დაუშვებლობის გადაწყვეტილება მიიღო. საჩივარი ეხებოდა სს „მამათის“ მხრიდან კანონის 11 (3) მუხლის (არაკეთილსინდისიერი კონკურენცია) სავარაუდო დარღვევას. კერძოდ, საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ მოპასუხე იყენებდა მომჩივნის პროდუქტის (ჩაის) შეფუთვასა და ვებ-გვერდის დიზაინს.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, საჩივრის დასაშვებობის ეტაპზე დადგინდა, რომ არ არსებობდა კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევის გონივრული ეჭვი და შესაბამისად, საჩივარი ვერ აკმაყოფილებდა კანონმდებლობით დადგენილ, მატერიალური დასაშვებობის სტანდარტს. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააგენტომ მოკვლევის დაწყება მიზანშეუწონლად მიიჩნია.
სხვა სიახლეები
სგპ ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხისა და ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
17.04.2026.16:19
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი", დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის მცდელობის 5 ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 579,39 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 145 608 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია ერთ-ერთი სამართალდამრღვევი მოქალაქის მიერ, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტი, როდესაც თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 76 509 ლარი შეადგინა.
სამი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ორი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საერთო ჯამში 14 813 ლარით დაჯარიმდა.