მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7083
0.0021
flag
AZN 1.5941
0.002
flag
CNY 38.077
0.0065
flag
EUR 3.1475
-0.0085
flag
GBP 3.626
-0.0068
flag
KZT 50.32
0
flag
TRY 0.0646
0.0001
flag
USD 2.711
0.0034

GCCA-მა კომპანია „აისითის“ მიერ მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) კომპანია „აისითის" მიერ მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი დაადგინა.

კერძოდ, მომხმარებელმა სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომელიც შპს „აისითის" რეკლამაში, აქციის პირობების თაობაზე, არასწორი ინფორმაციის გავრცელებას შეეხებოდა.

კომპანიის კომერციული კომუნიკაციის თანახმად, მომხმარებლებს 2024 წლის 29 ნოემბრიდან 1-ელ დეკემბრამდე შეეძლოთ სასურველი ნივთის შეძენა „თიბისი ბანკის" 0 %-იანი განვადებით, თუმცა, ადგილზე მისვლისას, მომხმარებელმა შეიტყო, რომ შეთავაზება რეალურად არ მოქმედებდა და განვადების პირობები იყო განსხვავებული - ყოველთვიურად მომხმარებელს ეზრდებოდა ხარჯი 1 %-ით.

სააგენტოს მოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ კომპანიის მიერ გავრცელებული კომერციული კომუნიკაცია შეიცავდა მცდარ ინფორმაციას 0 %-იან განვადებასთან დაკავშირებით, რამაც მომხმარებელში შექმნა მოლოდინი ისეთი ფინანსური უპირატესობის შესახებ, რომელიც, რეალურად, არ არსებობდა. აღნიშნული ქმედება, სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს დაევალა, მომხმარებელთა უფლებების აღდგენა და ინდივიდუალურად მორგებული სპეციალური შეთავაზებების გაკეთება იმავე პირობებით, რა პირობებითაც კომერციული კომუნიკაცია თავდაპირველად განხორციელდა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური საქართველოს საშუალებას მისცემს, უფრო დიდი ზომის, დაახლოებით 16 მეტრი სიღრმის მქონე გემები მიიღოს - თამარ იოსელიანი

22.10.2025.13:55

„ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კორიდორს, რომელიც საქართველოს საშუალებას მისცემს, მიიღოს უფრო დიდი ზომის, დაახლოებით 16 მეტრი სიღრმის მქონე გემები", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე - „ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს მეტი დაკავშირებადობისთვის."

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური პირველ გემს 2029 წლისთვის მიიღებს. როგორც მან აღნიშნა, პორტში დიდი ზომის გემების მიღება შეამცირებს გემების განთავსების სირთულეებს. მისი შეფასებით, შესაბამისად, აღარ გახდება საჭირო პორტების შერჩევა გემების მოცულობის მიხედვით.

„ეს ეფექტურად დაზოგავს ტვირთბრუნვის ხარჯებს და დააჩქარებს პროცესებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ფარგლებში. ეს საშუალებას მოგვცემს შეიქმნას თავისუფალი სავაჭრო-სამრეწველო ზონები. ვფიქრობ, ანაკლიის პორტი ხელს შეუწყობს საქართველოს, გადაიქცეს რეგიონულ ჰაბად და გახდეს მაკავშირებელი ევროპასა და აზიას შორის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა