მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7099
0.004
flag
AZN 1.5856
-0.0002
flag
CNY 38.678
-0.0016
flag
EUR 3.1316
-0.0061
flag
GBP 3.6152
-0.004
flag
KZT 52.6
-0.0013
flag
TRY 0.0623
-0.0001
flag
USD 2.6957
-0.0004

GCCA-მა ამანათების და ტვირთების ტრანსპორტირების 2-კომპანიას უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა

news image
კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ამანათების და ტვირთების ტრანსპორტირების 2-კომპანიას  „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ"  საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტები დაუდგინა. 
 
კერძოდ, მომხმარებლების მიერ სააგენტოსთვის მიმართვისა და GCCA-ის მიერ განცხადებების შეფასება-შესწავლის შედეგად, შპს „გლობალ ტრანსპორტერის" და შპს „სფეის კარგოს" მხრიდან უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დადასტურდა. 
 
შპს „გლობალ ტრანსპორტერის" შემთხვევაში, მომხმარებელმა სააგენტოს მიმართა განცხადებით, რომლის მიხედვითაც მოვაჭრის საზღვარგარეთის მისამართზე მისული ამანათი არ აისახა მომხმარებლის პირად კაბინეტში, ხოლო მომხმარებლის მიერ GCCA-ისთვის მომართვის გამო მოვაჭრემ მას, გაფორმებული შეთანხმების თანახმად, მომსახურებით სარგებლობის უფლება შეუზღუდა, რაც სააგენტოს მიერ ხელშეკრულების უსამართლო სტანდარტულ პირობად შეფასდა. ამასთან, საქმის შეფასება-შესწავლისას გამოიკვეთა, რომ კომპანიის მიერ მომხმარებლებს არ მიეწოდებათ მომსახურების არსებითი მახასიათებლების შესახებ ინფორმაცია, რაც უმოქმედობით გამოხატულ შეცდომაში შემყვან კომერციულ საქმიანობას წარმოადგენს.
 
რაც შეეხება შპს „სფეის კარგოს", მომხმარებლებმა მიმართეს სააგენტოს განცხადებით, რომლებიც მოვაჭრის მხრიდან ნაკლოვანი მომსახურების გაწევის  ფაქტს  შეეხებოდა. კერძოდ, ერთ შემთხვევაში ამანათის საქართველოში ჩამოსვლისას, მისი ტრანსპორტირების ღირებულება მომხმარებელს დაუანგარიშდა შეთანხმებულისგან განსხვავებული ფორმით, ხოლო მეორეს მხრივ - ამანათის დაკარგვის შედეგად გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე მოვაჭრემ უარი განაცხადა. საქმის შეფასება-შესწავლის შედეგად, დადასტურდა კომპანიის მხრიდან უმოქმედობით გამოხატული შეცდომაში შემყვანი კომერციული საქმიანობის ფაქტი. გარდა ამისა, მოვაჭრემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება საზღვარგარეთ მიღებული ამანათის საქართველოში ჩამოტანის ნაწილში არაჯეროვნად შეასრულა - მომხმარებელს არ მიეწოდა საზღვარგარეთის მისამართზე მიღებული ამანათი.
 
სააგენტოს გადაწყვეტილებებით მოვაჭრეებს დაევალათ მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და სავაჭრო პოლიტიკის კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image კოდა-სოფელი ალგეთის და აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთებზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

18.01.2026.03:05

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (კოდა-სოფ.ალგეთი) და კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა