მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

GCCA-მ პესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), სურსათის ეროვნული სააგენტოს მომართვის საფუძველზეპესტიციდებისა და აგროქიმიკატების საცალო რეალიზაციის ბაზარზე მონიტორინგი დაიწყო. კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნითმონიტორინგის მიზანია - კონკურენციის კანონმდებლობის ჭრილში,   ბაზარზე არსებული ვითარების შეფასება, ფასწარმოქმნაზე საბაზრო და შესაძლო არასაბაზრო ფაქტორების ანალიზი

სააგენტოში დაფიქსირებულ წერილში აღნიშნულია, რომ დღეისათვის ქვეყანაში რეგისტრირებულია სხვადასხვა ქვეყნებში წარმოებული 1000-ზე მეტი დასახელების პესტიციდი და 1450-მდე დასახელების აგროქიმიკატი (სასუქი), რომელთა საქართველოში იმპორტს ახორციელებს 60-ზე მეტი ადგილობრივი კომპანია. სურსათის ეროვნული სააგენტოს მომართვაში ასევე აღნიშნულია, რომ ფერმერები, სხვადასხვა რეგიონში  შეხვედრებისას, აჟღერებენ  - საცალო ბაზარზე ზემოაღნიშნულ პროდუქციაზე კონკურენციის შემზღუდველი შესაძლო შეთანხმებების არსებობას ან/და დომინანტური მდგომარეობის შესაძლო ბოროტად გამოყენებას, რაც საბოლოო ჯამში ხელმისაწვდომობის კუთხით მოსავლის სარეალიზაციო ფასზეც აისახება.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომართვაში დასმული მნიშვნელოვანი საკითხებიდან გამომდინარე, არსებული მდგომარეობის სრულყოფილი შესწავლის, შეფასების მიზნით საკითხის შესწავლა დაიწყო. შუალედური შედეგები პერიოდულად დაინტერესებული მხარეებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდება.

გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობაში გამოსაყენებელი პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეგისტრაციო და მაკონტროლებელ ორგანოს  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს  სურსათის ეროვნული სააგენტო წარმოადგენსბაზრის მონიტორინგის პროცესი  შესაბამის უწყებებთან აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება.

ამ ეტაპზე, GCCA მონიტორინგს ახორციელებს - FMCG ბაზრის, საავტომობილო საწვავის და თამბაქოს ბაზრებზე.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image საქართველოს ტყეებს ბუნებრივი თვითაღდგენის უნარი აქვთ, თუმცა პროცესის დასაჩქარებლად ჩარევაც აუცილებელია - დათა კობახიძე

14.04.2026.08:55

საქართველოს ტყეებს ბუნებრივი თვითაღდგენის უნარი აქვთ, თუმცა პროცესის დასაჩქარებლად ადამიანის ჩარევაც აუცილებელია. აღნიშნულის შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში  გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის უფროსმა დათა კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ტყის აღდგენა რეგიონების მიხედვით განსხვავდება და ზოგიერთ შემთხვევაში, პირიქით, ტყის გავრცელება საძოვრების ეკოსისტემებსაც კი ფარავს.

„აღდგენის კუთხით, თავად ტყეს, განსაკუთრებით საქართველოს ტყეებს, ახასიათებს თვითაღდგენის უნარი. ანუ, თუ არ გაგრძელდება არასწორი სარგებლობა და არ იქნება უკანონო, მასშტაბური ჩარევები, დროთა განმავლობაში ტყე ბუნებრივად ახდენს თვითაღდგენას.

თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ადამიანის ჩარევა და მხარდაჭერა მნიშვნელოვან როლს თამაშობს აღდგენის პროცესის დაჩქარებაში.

აქვე მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ეს საკითხი ყველა რეგიონს არ ეხება. არსებობს რეგიონები, სადაც, პირიქით, გარკვეულ ტერიტორიებზე საძოვრების უნიკალური ეკოსისტემა იფარება, რადგან აღარ მიმდინარეობს ტრადიციული საქმიანობა და ტყე ფარავს ამ ფართობებს.

მით უმეტეს, კლიმატის ცვლილებისა და ტრადიციული საქმიანობის შემცირების ფონზე, ასევე სხვა ფაქტორების გავლენით, არსებობს რიგი რეგიონები, სადაც ეს პრობლემა მწვავედ არ დგას. თუმცა, გარკვეულ რეგიონებში, მათ შორის საკურორტო ზონებში, განსაკუთრებით იქ, სადაც უნდა იყოს დაცვითი ტყის სტატუსი, ასევე ზოგ შემთხვევაში ჭალის ტყის ეკოსისტემებში, ეს პროცესები მაინც შეინიშნება.

რაც შეეხება აღდგენას, ეს, რა თქმა უნდა, ერთ წელიწადში შედეგის მომტანი ვერ იქნება. თუმცა, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებით, მათ შორის მონიტორინგის გაძლიერებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტყის ინვენტარიზაციისა და მართვის გეგმების შემუშავების პროცესში, ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება შედეგის მიღწევა. სწორედ ამ გეგმებში განსაზღვრული ტერიტორიების აღდგენა წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას.

საბოლოოდ, ამ პროცესების ერთობლიობა მოგვცემს შედეგს, თუმცა ამას დრო სჭირდება, ხშირ შემთხვევაში დაახლოებით 10 წელი, ზოგ შემთხვევაში კი სრულფასოვანი ტყის ეკოსისტემის ჩამოყალიბებას შესაძლოა ათწლეულებიც კი, ან საუკუნეც დასჭირდეს,“ - აღნიშნა დათა კობახიძემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა