მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

GCCA-მ ოთხი ფარმაცევტული კომპანია დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის 560 000 ლარით დააჯარიმა

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) ფარმაცევტული ბაზრის მოკვლევა დაასრულა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მომართვის საფუძველზე 2023 წლის დეკემბერში დაიწყო. საკითხი ეხება - გარკვეული მედიკამენტების იმპორტიდან მომხმარებლამდე მაღალი ფასნამატების ფორმირებას.

სააგენტოს მიერ დამუშავებული მონაცემების ანალიზის შედეგად 8 კომპანია გამოიკვეთა, რომლებიც ბაზარზე 14 მედიკამენტთან მიმართებით დომინანტური მდგომარეობით ოპერირებდნენ (საბაზრო წილი 40%-ზე მეტი). შესაბამისად, მოკვლევა განხორციელდა შემდეგი კომპანიების მიმართ: შპს „გლობალ ცბს", შპს „კონცეპტ ფარმა", შპს „ბარდი", შპს „ნუვეა ფარმაცევტიკალსი", შპს „რიჩ გრუპი", შპს „კროკუს ფარმა", შპს „გეა" და შპს „BIH"-ი.

მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა დადგენილიყო - იყო თუ არა მაღალი ფასნამატები (300-3000%-მდე) გამოწვეული ბაზრის დომინანტური მოთამაშეების მხრიდან არაკონკურენტული ქმედებებით.

GCCA-ს გადაწყვეტილებით, 4 კომპანიის შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება დადგინდა, რაც მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესებაში გამოიხატა. ჭარბი ფასი განისაზღვრა როგორც გონივრულ მარჟაზე (30%) + ფასნამატი (20%-ზე მეტი). სააგენტოს პოზიციით, დამრღვევი კომპანიების მიერ მედიკამენტებზე დაწესებული ფასები გონივრულ დონეს მნიშვნელოვნად აღემატებოდა. შედეგად, 4 კომპანიის ჯარიმის მოცულობამ ჯამში 559 358 ლარი შეადგინა. საჯარიმო სანქციები განსაზღვრულია 2024 წლის ბრუნვის მაქსიმუმ 5%-მდე, ზიანთან კორელაციით.

   

 


მოკვლევის პროცესში გამოვლინდა, რომ გარკვეული მედიკამენტების თვითღირებულებაში შეტანილი იყო ისეთი ხარჯები, რომლებიც უშუალოდ ფასწარმოქმნას არ უკავშირდება და შეიძლება მიანიშნებდეს ფასის ხელოვნურ ზრდას. კერძოდ, ძვირადღირებული საჩუქრები (მათ შორის, ოქროს სამკაულები); კულტურულ ღონისძიებებზე, სპექტაკლებზე სტუმრების მოწვევა; არაფორმალურ გარემოში სხვადასხვა მხარეებთან შეხვედრები; ევროპასა და საქართველოში კონფერენციების და მაღალი კლასის სასტუმროებში განთავსების ხარჯები; კოსმეტოლოგიური და სტომატოლოგიური ხარჯები; ჯარიმებისა და კანონით გათვალისწინებული სანქციების ხარჯები; პრემიუმ კლასის ავტომობილების მომსახურება და სხვა.

მოკვლევის ფარგლებში, GCCA-ის მიერ გაიცა განსაახილველად სავალდებულო რეკომენდაცია. კერძოდ, დომინანტმა ეკონომიკურმა აგენტებმა საფასო პოლიტიკა უნდა აწარმოონ იმგვარად, რომ ფასის დადგენამდე სააგენტოს განმარტებების შესაბამისად შეაფასონ და გაითვალისწინონ კონკურენციის საწინაღმდეგო რისკები. ჭარბი ფასი არ იყოს არასამართლიანად მაღალი თავისთავად ან/და კონკურენტი პროდუქტის/მომსახურების ფასთან შედარებით. არასამართლიანად მაღალი ფასის შესახებ გონივრული ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, სააგენტომ შესაძლოა დაიწყოს საქმის მოკვლევა შესაბამისი სუბიექტ(ებ)ის წინააღმდეგ.

GCCA-ს შეფასებით, მოკვლევა ეხება იმ პერიოდს, როდესაც რეფერენტული ფასები ჯერ არ იყო დაწესებული. დღევანდელი მდგომარეობით, რეფერენტული ფასების ამოქმედებამ მედიკამენტებზე არსებული მაღალი ფასნამატები მნიშვნელოვნად გაანეიტრალა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image როგორი ამინდია მოსალოდნელი11 მარტს საქართველოში

11.03.2026.09:55

11 მარტს ქუთაისში მზიან ამინდს ელოდებიან, დღისით +15 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.

ნალექს არც ოზურგეთში ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰაერი +17 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +3 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო ამინდია ფოთშიც. დღისით +12 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +8 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექი არც ზუგდიდში იქნება, დღისით ტემპერატურა +17, ღამით კი +7 გრადუსია ნავარაუდევი.

სოხუმშიც უნალექო დღეა. +15 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +4 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც მზიანი ამინდია. დღისით ჰაერი +14 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში მზიანი ამინდია, დღისით +13 გრადუსი, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეშიც მზიანი დღეა, დღისით +8 გრადუსი, ღამით კი -8 გრადუსი იქნება.

ნალექს არც ახალქალაქში ელოდებიან. ტემპერატურა დღისით +8, ღამით კი -6 დაფიქსირდება.

ბორჯომში მზიანი დღეა, +8 იქნება დღისით, ღამით კი -4 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +1 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -14 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეს ელოდებიან გორში, დღისით +12 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსი იქნება, ღამით კი -3 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც მზიანი ამინდია. დღის განმავლობაში -4 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -14 გრადუსი იქნება. მზიანი დღეა ნავარაუდევი ომალოშიც, სადაც დღისით, -2 ღამით კი -12 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში უნალექო ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +9 გრადუსი იქნება, ღამით კი +0 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა თელავშიც, სადაც დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -1 გრადუსია ნავარაუდევი.

უნალექო დღე იქნება გურჯაანშიც. დღისით +10 გრადუსი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში მოსალოდნელი ნალექი, თოვლის სახით. დღისით +8 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -1 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში წვიმიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ხანმოკლე წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +1 გრადუსი იქნება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა