GCCA-მ მომხმარებლის სასარგებლოდ შპს ,,ტოიოტა ცენტრი თბილისთან'' პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მომხმარებლის სასარგებლოდ, ავტომომსახურების სექტორში, შპს ,,ტოიოტა ცენტრი თბილისთან'' პირობითი ვალდებულების აღების შესახებ შეთანხმება გააფორმა.
კერძოდ, GCCA-ს და მოვაჭრეს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, სააგენტოს გადაწყვეტილებით მოვაჭრეს დაევალა:
- გამოასწოროს კომპანიის შიდა პოლიტიკა და კანონის მოთხოვნებს შეუსაბამოს;
- შეიმუშაოს მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ფორმა ქართულ ენაზე - მკაფიოდ, გასაგებად და სრულად;
- უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტში განთავსებულ საქონელზე ან მომსახურებაზე გასაყიდი ფასისა და ერთეულის ფასის მკაფიო და გასაგები ფორმით მითითება;
- მკაფიოდ ჩამოაყალიბოს საგარანტიო პირობები და სხვა.
GCCA-ის გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განესაზღვრა 1 თვის ვადა - სააგენტოს წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სააგენტოსთან გაფორმებული პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი მექანიზმი, რომლის ფარგლებშიც კომპანიას ევალება თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონთან შესაბამისობაში მოიყვანოს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
15.08.2025.18:17
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით გზების სპეცტექნიკით მორეცხვას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. ამჯერად სამგორის რაიონში, ჯავახეთისა და კუპრაძის ქუჩებზე გზის სავალი ნაწილი, ურნები და გაჩერებები მოირეცხა.
ადგილზე იმყოფებოდნენ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე.
„მთელი ზაფხულის განმავლობაში თბილისში სისტემატურად ირეცხება გზები, ნაგავშემკრები კონტეინერები და მიწისქვეშა გადასასვლელები. მორეცხვის სამუშაოები სპეცმანქანებით, ძირითადად, ღამის განმავლობაში სრულდება, იმისათვის, რომ ქალაქი იყოს უფრო სუფთა და მოწესრიგებული“, - განაცხადა გიორგი პაპავამ.
აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის ათივე რაიონში რეგულარულად, გრაფიკის მიხედვით ხორციელდება.