მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7068.3
-0.0015
flag
AZN 1.5948
-0.0009
flag
CNY 37.772
-0.0014
flag
EUR 3.1425
-0.0086
flag
GBP 3.6337
-0.0013
flag
KZT 50.75
-0.0069
flag
TRY 0.0673
-0.0001
flag
USD 2.7121
-0.0006

GCCA-მ ბავშვთა კვების ბაზარზე დაგეგმილ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა - „გეფა" „ფაინ თრი ინთერნეიშენალის" 100%-იან წილს შეიძენს

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ბავშვთა კვების ბაზარზე,  სს „გეფას" მიერ შპს „ფაინ თრი ინთერნეიშენალის" 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

დაგეგმილი კონცენტრაციის კონკურენტული ეფექტის შეფასების მიზნით, სააგენტომ 4 შესაბამისი ბაზრის იმპორტის დონე შეისწავლა. შეფასების მიხედვით:

დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევის ბაზარზე (0-დან 12 თვემდე) 2024 წელს მოქმედებდა 11 კომპანია,  ბაზრის მოცულობა შეადგენდა 1 837 641 ცალს (28 972 931 ლარი);  დედის რძის შემცვლელი ადაპტირებული ნარევის ბაზარზე (1-დან 3 წლამდე) მოქმედებდა 8 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 407 870 ცალს (5 906 678 ლარი); რძიანი და ურძეო ფაფების ბაზარზე 2024 წელს მოქმედებდა 11 კომპანია, ბაზრის მოცულობა შეადგენდა 2 902 422 ცალს (12 206 886 ლარი); საბავშვო კვების მზა პროდუქტების (პიურე, იოგურტი, პუდინგი და სხვა) ბაზარზე ოპერირებდა 12 ეკონომიკური აგენტი, ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 3 347 256 ცალი (7 023 803 ლარი).

GCCA-ის შეფასებით, ოთხივე ბაზარი ზომიერად კონცენტრირებულია და მიუხედავად იმისა, რომ განსახილველი შესაბამისი ბაზრების იმპორტის დონეზე არ არის წარმოდგენილი ბევრი ეკონომიკური აგენტი, ბაზრები კონკურენტულია. ამასთან, დაგეგმილი კონცენტრაციის შედეგად, კონცენტრაციის ინდექსის ცვლილების მაჩვენებელი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმის ფარგლებშია. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, განსახორციელებელი კონცენტრაცია ბაზარზე არსებით გავლენას არ მოახდენს და  კონკურენტულ გარემოსთან თავსებადია.

ინფორმაციისთვის: GCCA-სთან წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

2025 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 10 კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა.  

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის მცდელობები აღკვეთეს

17.07.2025.17:45

1-15 ივლისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ქუთაისის აეროპორტი“ და ,,თბილისის აეროპორტში“ კანონდარღვევის ფაქტები აღიკვეთა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს 3 მოქალაქის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე, დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები/ოქროს მონეტები (საერთო წონა - 281,24 გრამი) გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 42 696,26 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, 2 კანონდამრღვევი მოქალაქე სანქციის სახით, საერთო ჯამში, 11 597,26 ლარით დაჯარიმდნენ, ხოლო ერთი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, ვინაიდან აღნიშნული ოქროს ნივთების საბაჟო ღირებულება 15 000 ლარს აღემატებოდა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების შემცველი, კიდევ რამდენიმე ფაქტი საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,თბილისის აეროპორტშიც“ გამოვლინდა.

მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილი ბარგის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს/ვერცხლის საიუველირო ნაკეთობები (ოქროს ნაკეთობების საერთო წონა: 110,94 გრამი, ვერცხლის ნაკეთობების საერთო წონა 2 010 გრამი) გამოვლინდა.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 46 778,04 ლარი შეადგინა.

„2 მოქალაქის საქმის მასალები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო საქართველოს მოქალაქე და ერთი უცხო ქვეყნის ბინადარი საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 13 000 ლარით დაჯარიმდნენ.

აქვე გაცნობებთ, რომ ფიზიკური პირის მიერ საზღვრის კვეთისა და საბაჟო კონტროლის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე  www.rs.ge“, - აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა