GCCA-ის წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ
საქართველოში ეთნიკური უმცირესობების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, ხელშეწყობისა და ინტეგრაციის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ. ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.
შეხვედრის ფარგლებში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ერთად, GCCA-ის თანამშრომლებმა დეტალურად მიმოიხილეს მომხმარებლის უფლებები და დაცვის მექანიზმები. ასევე კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები და საინტერესო ქეისები. შეხვედრა აქტიურ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებისთვის საჭირო და საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს.
2025 წლის აპრილის თვეში, შეხვედრები ჩანიშნულია - გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლებში ვიზიტი.
საგანმანათლებლო სექტორში, აღნიშნული მიმართულებით შეხვედრები უკვე გაიმართა: ახალქალაქში - დაინტერესებულ მხარეებთან, რუსთავის - #18 სკოლის, თბილისის - #98, გარდაბნის - #4 სკოლის და კასუმლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებთან.
საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები სკოლებში საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს. 2025 წელს, სტრატეგიული მიზნებიდან გამომდინარე, GCCA-ი აქტიურად გეგმავს სხვადასხვა საინფორმაციო ბროშურების და ვიდეო მასალების ეთნიკური უმცირესობებისთვის გასაგებ ენაზე თარგმნა-გავრცელებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.19:15
ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანას“ გამარჯვებული მასწავლებლები - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე გულაშვილი და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე დააჯილდოვა.
სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიზანია მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების შექმნა, რომელთა დახმარებითაც საგაკვეთილო პროცესი გაცილებით პროდუქტიულად წარიმართება.
„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.
კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.