მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7115.7
0.0168
flag
AZN 1.6118
0.0003
flag
CNY 37.951
-0.0055
flag
EUR 3.0815
-0.0083
flag
GBP 3.6605
-0.0097
flag
KZT 53.51
-0.0015
flag
TRY 0.0705
-0.0001
flag
USD 2.7401
-0.0005

GCCA-ის ორგანიზებით კახეთის რეგიონის სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა

news image

საქართველოში, მომხმარებლის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების, ხელშეწყობისა და ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) წარმომადგენლებმა, 2025 წლის აპრილის თვეში, კახეთის რეგიონშიგურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ განჯალის, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს საჯარო სკოლებში მოსწავლეებთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.

 

საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების ფარგლებში, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან ერთად, GCCA-ის თანამშრომლებმა დეტალურად მიმოიხილეს მომხმარებლის უფლებები და დაცვის მექანიზმები. ასევე კონკურენციის პოლიტიკის მთავარი პრინციპები და საინტერესო ქეისები. შეხვედრები აქტიურ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებისთვის საჭირო და საინტერესო შეკითხვებს უპასუხეს.

 

საგანმანათლებლო სექტორთან შეხვედრები საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს სასწავლო კვლევითი ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დღეს ყველა საუბრობს ხელოვნურ ინტელექტზე, თუმცა, ტექნოლოგიები ყოველთვის იყო და დარჩება დამხმარე ინსტრუმენტად, მასწავლებელს ვერაფერი შეცვლის - ალექსანდრე წულაძე

20.05.2025.19:00

დღეს ყველა საუბრობს ხელოვნურ ინტელექტზე, თუმცა ტექნოლოგიები ყოველთვის იყო და დარჩება დამხმარე ინსტრუმენტად და ვერაფერი შეცვლის მასწავლებელს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ.

„დღეს ყველა საუბრობს ხელოვნურ ინტელექტზე და მეოთხე ციფრული ინდუსტრიული რევოლუციის შედეგებზე. მე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ხელოვნური განათლება, ისევე, როგორც ტექნოლოგიები, იქნება სწავლების ხელშემწყობი, თუმცა ეს არ იქნება მთავარი ან ძირითადი ინსტრუმენტი. ტექნოლოგიები ყოველთვის იყო და დარჩება დამხმარე ინსტრუმენტად და ვერაფერი შეცვლის მასწავლებელს. მასწავლებლის მნიშვნელობა მომავალშიც ისეთივე იქნება, როგორიც ეს იყო აქამდე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ზუსტად ვსაუბრობთ ხელოვნური ინტელექტის ეთიკური გამოყენების თაობაზე და იმ მეთოდებზე, რომელიც ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე საჭირო და სასარგებლო იქნება მოსწავლეებისთვის. ეს არ არის ჩვენი მსჯელობის და დისკუსიის ერთადერთი საკითხი.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის მიმართულება და საფეხური განათლების კუთხით, სხვადასხვა ქვეყანაში დანერგილი სიახლეების გაზიარება იქნება ეს, პროფესიული თუ ზოგადი განათლება. ამ მხრივ შეიძლება ვთქვა, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს ფორმატში სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილების გაზიარება. მეორეს მხრივ, ასევე ვცდილობთ, რომ საქართველო წარმოვაჩინოთ საუკეთესოდ და ის პრაქტიკა, რაც არის საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით, წარმოჩენილი იყოს როგორც ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება“, - აღნიშნა ალექსანდრე წულაძემ.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა