მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.6
-0.0064
flag
AZN 1.589
-0.0004
flag
CNY 37.587
-0.0077
flag
EUR 3.1184
-0.007
flag
GBP 3.5906
0.0001
flag
KZT 50.21
0.0017
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.7013
-0.0016

GCCA-ის მიერ შპს „ისურვეს" უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინდა

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს(GCCA) მიერ შპს „ისურვეს" მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი - უსამართლო კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინდა.

საქმე ეხება მომხმარებლებისთვის მტვერსასრუტის ძირითადი მახასიათებლის - მუშაობის ხანგრძლივობის შესახებ არაზუსტი ინფორმაციის მიწოდებას. კერძოდ, დადგინდა, რომ მოვაჭრე მომხმარებლებს ინფორმაციას აწვდიდა მოწყობილობის მუშაობის ხანგრძლივობის მხოლოდ მაქსიმალური მაჩვენებლის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუნქციური რეჟიმების უმეტეს ნაწილში მოწყობილობა ამ ხანგრძლივობით ვერ მუშაობდა. შესწავლის შედეგად ასევე დადასტურდა, რომ მოვაჭრე მომხმარებლებს აწვდის „წესებსა და პირობებში" ასახული ინფორმაციის საპირისპირო ინფორმაციას. კერძოდ, უარყოფს მომხმარებლისთვის კანონით მინიჭებულ და პოლიტიკაში ასახულ უფლებებსა და გარანტიებს. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, კანონდარღვევის აღმოფხვრის მიზნით, მოვაჭრეს დაევალა - 1 თვის ვადაში, მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და თავისი სავაჭრო პოლიტიკა კანონის შესაბამის მუხლებს შეუსაბამოს.

კანონმდებლობის შესაბამისად, ზემოაღნიშნული კომერციული საქმიანობა წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას. მოვაჭრის შესაბამისი ქცევა შესაძლოა იწვევდეს ან სამომავლოდ გამოიწვიოს მომხმარებლის შეცდომაში შეყვანა, მოტყუება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქონლის, მომსახურების შეძენამდე, ინფორმირებული არჩევანის ფარგლებში, მომხმარებლის უფლებაა - შესყიდვის შესახებ მიიღოს სრული, უტყუარი და ამომწურავი ინფორმაცია - სახელმწიფო ენაზე მკაფიოდ და გასაგებად. აღნიშნული უფლების დარღვევა ეწინააღმდეგება სამართლიანი და გამჭვირვალე სავაჭრო პრაქტიკის პრინციპებს.

ინფორმაციისთვის: კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფაროსანას საწინააღმდეგოდ ზემო იმერეთის სოფლები თერმული ნისლით მუშავდება

05.08.2025.14:53

სურსათის ეროვნული სააგენტოს ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრის ჯგუფებმა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხას პერიმეტრი თერმული ნისლის ტექნოლოგიით დაამუშავეს. სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით, შეწამვლის სამუშაოები 360 ჰექტარ ფართობზე განხორციელდა.
ამ ეტაპზე, ზემო იმერეთში მავნებლის საწინააღმდეგოდ ღონისძიებების მეორე ეტაპი მიმდინარეობს. სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობით და მეფუტკრე ფერმერებთან კოორდინაციით იგეგმება. უსაფრთხოების წესების დაცვისთვის, მოსახლეობას წინასწარ ეგზავნება შეტყობინებები, ხოლო ფუტკრის დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, შეწამვლა ღამის საათებში ტარდება.
სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მოსახლეობას, სპეციალისტების რეკომენდებული პრეპარატებით და დადგენილი სქემით თავის საკარმიდამო ნაკვეთებსა და ნარგავებში ჩაატარონ შესაბამისი აგროსამუშაოები, რაც ხელს შეუწყობს მავნებლის შემცირებას და სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა