GCCA-ის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ექვს თვეში 34 მოვაჭრე დაჯარიმდა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, 2025 წლის ექვს თვეში 34 მოვაჭრე - 68 საქმეზე დაჯარიმდა, ჯამში - 29 018 ლარის ოდენობით.
საკითხი ეხება - „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტს, რომლის საფუძველზეც, GCCA-ის გადაწყვეტილების შესაბამისად, მოვაჭრეებს ევალებოდათ - თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა.
კერძოდ, GCCA-ის მიერ წარმოებული მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში დადგინდა, რომ უწყების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არ შესრულდა. შესაბამისად, „ინფინიტი ენერჯი ს კ", „სნიკერ სტუდიო", „გეო ვორლდ შოპინგი", „იქომერს.ჯორჯია 2023", „კარგო ჯორჯია", „ქეი.ენ.ჯი ველნესი", „გლას სტუდიო 1", „დილსი", „სამი" და სხვა მოვაჭრეები დაჯარიმდნენ.
GCCA-ის განმარტებით, ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. ასევე, დაჯარიმების პროცედურას უწყება იწყებს მას შემდეგ, რაც დარღვევის დადასტურების შემდეგ - კომპანია მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით გაცემულ ვალდებულებებს არ შეასრულებს.
დარღვევის დადასტურების შემთხვევაში, GCCA-ის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის წლიური ბრუნვის 2%-ს. ამასთანავე, იგი 600 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. 12 თვის განმავლობაში მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
08.07.2025.17:03
საბერძნეთში ძლიერი კვლავ ძლიერი სიცხე ფიქსირდება, რის გამოც ქვეყნის დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა - აკროპოლისი დროებითი დაიკეტა.
ათენში ტემპერატურა 42C აღწევს, მაღალია ტყის ხანძრების გაჩენის ალბათობა. შესაბამისად ქალაქის ხელმძღვანელობამ აკროპოლისის ადგილობრივი დროით 13:00-დან 17:00 საათამდე დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც მთავრობაში განმარტეს, ამ გადაწყვეტილების მიზანი აკროპოლისში მომუშავე ადამიანებისა და ვიზიტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ყოველდღიურად აკროპოლისს ათობით ათასი ადამიანი სტუმრობს, 2024 წელს კი მონუმენტი 4,5 მილიონმა ადამიანმა მოინახულა.
ამასთან, ორშაბათს საბერძნეთის ტერიტორიაზე 41 ტყის ხანძარი წარმოიშვა.