მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7117.3
0.0059
flag
AZN 1.6098
-0.0004
flag
CNY 38.112
0.0114
flag
EUR 3.1061
0.0137
flag
GBP 3.6955
0.0273
flag
KZT 53.52
-0.0053
flag
TRY 0.0701
-0.0003
flag
USD 2.7376
-0.0007

GCCA-ის გადაწყვეტილებით რუსთავის ავტობაზრობა 848 276 ლარით დაჯარიმდა

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA)  ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე დაწყებული საქმის მოკვლევა დაასრულა და შპს ,,რუსთავის ავტობაზრობას“  და შპს ,,მიკადო ჯორჯიას“ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტი დაუდგინა. 

 

საკითხის შესწავლის ფარგლებში, GCCA-ის მიერ დადგინდა, რომ 2023 წელს, . რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე ეკონომიკური აგენტები არასამართლიანად მაღალი ფასებით ოპერირებდნენ. ფასის გაზრდა განხორციელდა ორჯერ და მეტად, რამაც - 1 საპარკინგე ადგილის დღიურ ტარიფსა და ,,ხარჯი პლუს მარჟასშორის სხვაობა ჭარბად დააფიქსირა. საბოლოოდ, აღნიშნული ქმედება სააგენტოს მიერ შეფასდა, როგორც დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება, რაც არასამართლიანად მაღალი ფასის დაწესებაში გამოიხატა

 

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ორივე მოპასუხე ეკონომიკურ აგენტს (მოკვლევის შედეგადორივე კომპანია განისაზღვრა ერთიან ეკონომიკურ სუბიექტად) სანქციის სახით ჯამურად - 848 276 ლარის ოდენობით  ჯარიმა დაეკისრათ. ასევე, მოკვლევის ფარგლებში, ორივე მოპასუხე კომპანია, სააგენტოსთვის ინფორმაციის არასრულყოფილად მიწოდების გამო,  3-3 ჯერ დაჯარიმდა - ჯამში 26 000 ლარით, ხოლო საბოლოოდ ინფორმაციის მიღება  სასამართლოს შუამდგომლობით განხორციელდა.

 

შესაბამის სექტორში, კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების და სამომავლოდ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ  განსახილველად სავალდებულო რეკომენდაცია გასცა. რეკომენდაციის თანახმად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, დომინანტური მდგომარეობის მქონე  ეკონომიკურმა აგენტებმა - მომსახურების/პროდუქციის საფასო პოლიტიკა უნდა აწარმოონ იმგვარად, რომ ფასის დადგენამდე კონკურენციის საწინააღმდეგო რისკები შეაფასონ და გაითვალისწინონ

 

GCCA-ის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ერთი თვის ვადაში, მოპასუხე ეკონომიკურ აგენტებს შეუძლიათ  თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრონ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში გაემგზავრა

23.05.2025.18:18

 

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 92-ე გენერალურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

დაგეგმილია შეხვედრები ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, ემანუელ სუბეირანთან (Dr. Emmanuelle Soubeyran),  პორტუგალიის სოფლის მეურნეობის და მეთევზეობის მინისტრთან, ჟოზე მანულე ფერნანდესთან (Mr. Jose Manuel Fernandes) , ესპანეთის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის მინისტრთან, ლუის პლანას პუჩადესთან  Mr. Luis Planas Puchades.

მინისტრთან ერთად საფრანგეთში იმყოფებიან სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირები.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა