მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7048.5
-0.0059
flag
AZN 1.6157
-0.0006
flag
CNY 38.063
0.0275
flag
EUR 3.1105
-0.0062
flag
GBP 3.6643
0.0077
flag
KZT 53.42
0.0031
flag
TRY 0.0711
-0.0001
flag
USD 2.7473
-0.0004

GCCA-იმ უძრავი ქონების იჯარით გაცემის ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), უძრავი ქონების იჯარით გაცემისა და გაქირავების ბაზარზე, /პ გია გორგოშაძის მიერ შპსბუკას" 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

 

GCCA-ის მიღებული და დამუშავებული ინფორმაციის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, უძრავი ქონების იჯარით გაცემისა და გაქირავების ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას  4240-მდე სუბიექტი ახორციელებდა. ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 2 852 674 924 ლარი. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) გაუტოლდა 48.70 ერთეულს, რაც დაბალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. შესაბამის ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებს კომპანიათა ფართო სპექტრი, რომელთა წილებიც საკმაოდ დაბალანსებულია. მცირეა სამიზნე კომპანიის საბაზრო წილიც. ასევე, ვინაიდან გია გორგოშაძის მიერ კონტროლირებადი ეკონომიკური აგენტები კონცენტრაციის განხორციელებამდე არ მოქმედებდნენ უძრავი ქონების იჯარით გაცემისა და გაქირავების ბაზარზე, კონცენტრაციის განხორცილების შედეგად ადგილი არ ექნება კონცენტრაციის (HHI) ინდექსის ცვლილებას.

 

შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრის სტრუქტურისა და კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით დადგინდა, რომ განხორციელებული კონცეტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს.

 

ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

 

2025 წელს, GCCA-ის მიერ 7 კონცენტრაციაზე თანხმობა გაიცა. ამ ეტაპზე, 2 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

საზოგადოება
image 10 მაისიდან 10 ივნისამდე ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე მოძრაობა დღის განმავლობაში რამდენიმე საათით შეიზღუდება

06.05.2025.17:29

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ32-კმ47.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების პერიოდში, ბაღდათი-კურორტი საირმეს მონაკვეთზე, 2025 წლის 10 მაისიდან 10 ივნისამდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღიურად შეიზღუდება 10:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე და 15:00 სთ-დან 19:00 სთ-მდე. ხოლო, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა