მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიბიზნეს მრჩეველი
შაინენერჯი
flag
AMD 7106.2
-0.0024
flag
AZN 1.6073
-0.0005
flag
CNY 37.995
-0.0043
flag
EUR 3.0969
0.0108
flag
GBP 3.6846
0.0008
flag
KZT 53.47
-0.0032
flag
TRY 0.0697
-0.0002
flag
USD 2.7334
-0.0008

GCCA-იმ მანგანუმის მადნის მოპოვება, შეძენა, რეალიზაციის ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), მანგანუმის მადნის მოპოვება, შეძენა, რეალიზაციის ბაზარზე, /პ გურამ თალაკვაძის მიერ შპსმნკორპის" 100%-იანი წილის შეძენის გზით განხორციელებულ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.

 

სააგენტომ შეისწავლა - მანგანუმის მადნის მოპოვების ბაზარი, ხოლო შპსმნ გრუპი - 2021"-ის ფეროსილიკომანგანუმის გაყიდვები ექსპორტის დონეზე, ვინაიდან შიდა ბაზარზე რეალიზაციის მოცულობა მისი საერთო გაყიდვების მცირე ნაწილს შეადგენდა.

 

ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის ბაზარზე ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 30-ზე მეტი ეკონომიკური აგენტი. ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა  149 755 401.50 კგ. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) კი გაუტოლდა 2849.7 ერთეულს, რაც მაღალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

 

მანგანუმის მადნის მოპოვების ბაზარზე, 2023 წელს, ქვეყნის მასშტაბით, ეკონომიკურ საქმიანობას ახორციელებდა 5 ეკონომიკური აგენტი. ბაზრის საერთო მოცულობამ შეადგინა 967 242 ტონა. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) გაუტოლდა 9871.5 ერთეულს, რაც მაღალკონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია.

 

სააგენტოს პოზიციით, ორივე შესწავლილი ბაზარი, განსაკუთრებით კი მანგანუმის მადნის მოპოვების ბაზარი, 2023 წლისთვის, მაღალკონცენტრირებული იყო, თუმცა შპსმნკორპისა" და შპსმნ გრუპი - 2021"-ის საბაზრო წილები შესაბამის ბაზრებზე მცირე აღმოჩნდაშეფასებულ ბაზრებზე კონცენტრაციის ინდექსის მაღალი მაჩვენებელი არ იყო კავშირში კონცენტრაციის ფარგლებში შესაფასებელი სუბიექტების საბაზრო მდგომარეობასთან და ის განპირობებული იყო ბაზარზე მოქმედი სხვა ეკონომიკური აგენტის საბაზრო წილითა და თავად ბაზრის სტრუქტურით. შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრის სტრუქტურისა და კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით დადგინდა, რომ განხორციელებული კონცენტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენდა.

 

ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.

 

2025 წელს, GCCA-იმ თანხმობა გასცა 9 კონცენტრაციაზე. ამ ეტაპზე, 1 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ქალაქ მცხეთის შესასვლელში, მდინარე მტკვარზე, ახალი ხიდის მშენებლობა სრულდება

31.05.2025.18:20

ქალაქ მცხეთაში, მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის გვერდით, ახალი ხიდი შენდება. 

მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.

ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე, მდინარე მტკვარზე ამჟამად არსებული ხიდი 1926 წელსაა აშენებული. ძველი ხიდის ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე დატვირთვებს.
ახალი ხიდი სრულად შეესაბამება მცხეთის - ქალაქ-მუზეუმის - არქიტექტურულ, ესთეტიკურ და ისტორიულ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს თავისუფალ სატრანსპორტო მოძრაობას.

ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და პროექტის ღირებულება, დაახლოებით 6.6 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოები წელს დასრულდება.

მცხეთის ხიდი თბილისის მხრიდან ქალაქთან დაკავშირების ერთადერთი საშუალებაა. გარდა ამისა, მისი მეშვეობით ქალაქი მცხეთა რკინიგზის სადგურს და ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზას უკავშირდება. ნაგებობა მცხეთის ძველ, ისტორიულ უბანშია (ე.წ. პომპეუსის ხიდის მიმდებარედ). სწორედ იქ, სადაც მტკვარი ზაჰესის წყალსაცავს უერთდება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა