მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7189.4
0.0161
flag
AZN 1.5532
-0.0009
flag
CNY 38.858
-0.0076
flag
EUR 3.0147
-0.009
flag
GBP 3.5222
-0.0058
flag
KZT 55.83
0.0001
flag
TRY 0.0564
0
flag
USD 2.6403
-0.0012
news banner

GCCA-მ „ნოვას“ უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაუდგინა

news image
mbc image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სამშენებლო და სარემონტო მასალების წარმოების სექტორში, შპს „ნოვას“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის - უსამართლო კომერციული საქმიანობის დარღვევის ფაქტი დაუდგინა.

GCCA-ის მიერ საკითხის შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ სპეციალური შეთავაზებების/ფასდაკლებების პერიოდში, მოვაჭრის მიერ არ განხორციელდა საქონლის მარაგების დროული გადამოწმება, ასევე, მოვაჭრის ვებ-გვერდზე საქონლის ხელმისაწვდომობის შესახებ სწორი და მკაფიო ინფორმაციის განთავსება. შედეგად, მომხმარებელმა მარაგის ამოწურვის შესახებ ინფორმაცია სპეციალური შეთავაზებების დასრულების შემდგომ გაიგო და ფასდაკლებით სარგებლობის შესაძლებლობა შეეზღუდა.

სააგენტოს პოზიციით, მოვაჭრე ვალდებულია, სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლამდე, ფასდაკლების შეთავაზების პერიოდში, უზრუნველყოს მარაგების შესახებ ინფორმაციის დროული განახლება და მკაფიოდ, არაორაზროვნად მიწოდება. იმ შემთხვევაში თუ - აღნიშნული ინფორმაციის დროული განახლება ვერ ხორციელდება, მოვაჭრემ უნდა უზრუნველყოს ალტერნატიული, იმავე კატეგორიის საქონელის (არსებობის შემთხვევაში) ფასდაკლებით შეთავაზება, რომლითაც მომხმარებელს შეკვეთის განთავსების დღეს შეეძლო ესარგებლა. თუ ფასდაკლების პერიოდის განმავლობაში მომხმარებელმა უკვე განათავსა შეკვეთა და განახორციელა შესყიდვა, ის არ უნდა დაზარალდეს იმის გამო, რომ მოვაჭრემ მარაგები არასწორად მართა.

შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მოვაჭრეს განესაზღვრა - 1 თვის ვადა, რათა მომხმარებელთა დარღვეული უფლებები აღადგინოს და უსამართლო კომერციული საქმიანობის განხორციელების ფაქტი აღმოფხვრას.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image სტუ-ის რექტორი გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსის ალექსანდრე ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს გამოთქვამს

06.07.2026.18:37

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარე, აკადემიკოსი დავით გურგენიძე საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მათემატიკოსის, მეცნიერისა და პედაგოგის ალექსანდრე (სანდრო) ლაშხის გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს, ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტს, კოლეგებსა და სტუდენტებს.

სამძიმრის წერილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

„ბატონ სანდრო ლაშხს მრავალი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეჰქონდა ქართული მეცნიერების, მათემატიკური სკოლისა და უმაღლესი განათლების განვითარებაში. მისი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობა მნიშვნელოვან კვალს დატოვებს ქართული მათემატიკისა და საუნივერსიტეტო ცხოვრების ისტორიაში.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალათასიანი კოლექტივის სახელით სამძიმარს ვუცხადებ ალექსანდრე ლაშხის ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებს, მეგობრებსა და მის სტუდენტებს.

ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებს, კოლეგებსა და სტუდენტებს.

მსუბუქი ყოფილიყოს მისთვის ქართული მიწა“, - აღნიშნულია სამძიმრის წერილში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა