GCCA-იმ აზარტული, მომგებიანი თამაშობის მიწოდების სექტორში განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), აზარტული, მომგებიანი თამაშობის მიწოდების სექტორში, შპს „ბეთლაივის" მიერ შპს „გლობალ გეიმინგის" 100%-იანი წილის შეძენის გზით განსახორციელებელ კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა.
ბაზრის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ 2024 წელს, აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების მიწოდების ბაზარზე წარმოდგენილი იყო 34 სუბიექტი. ბაზრის საერთო მოცულობამ 709 890 110.85 ლარი შეადგინა. შესაბამისი ბაზრის კონცენტრაციის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსი (HHI) კი 1430.6 ერთეულს გაუტოლდა, რაც ზომიერად კონცენტრირებული ბაზრის მაჩვენებელია. ასევე, ვინაიდან შპს „ბეთლაივი" და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური აგენტები კონცენტრაციის განხორციელებამდე არ არიან წარმოდგენილნი შესაბამის ბაზარზე, კონცენტრაციის განხორცილების შედეგად ადგილი არ ექნება კონცენტრაციის ინდექსის (HHI) ცვლილებას.
შესაბამისად, სააგენტოს მიერ განხორციელებული ბაზრის ანალიზის, შეფასებული ბაზრის სტრუქტურისა და კონცენტრაციაში მონაწილე მხარეების საბაზრო წილების გათვალისწინებით დადგინდა, რომ განსახორციელებელი კონცეტრაცია კონკურენტულ გარემოზე არსებით გავლენას არ მოახდენს.
ინფორმაციისთვის: GCCA-ს წინასწარ სავალდებულო წერილობით შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია თუ მისი მონაწილე პირების ჯამური ერთობლივი შემოსავალი, საქართველოს ტერიტორიაზე, წინა ფინანსური წლის მდგომარეობით, 20 მილიონ ლარს აღემატება და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე მინიმუმ ორი პირიდან თითოეულის ერთობლივი შემოსავალი 5 მილიონ ლარზე მეტია. GCCA-ის გვერდის ავლით, მის მიერ შეტყობინების განხილვამდე ან უარყოფითი დასკვნის მიუხედავად, სავალდებულო შეტყობინებას დაქვემდებარებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში, შეტყობინების წარდგენის ვალდებულების მქონე პირი ჯარიმდება.
2025 წელს, საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA) 13კონცენტრაციაზე გასცა თანხმობა. ამ ეტაპზე, 1 კონცენტრაციასთან დაკავშირებით სააგენტო საკითხს სწავლობს.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
20.08.2025.18:53
თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ ნაძალადევის რაიონში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, რეკრეაციულ ზონაში, სახელმწიფო მიწაზე უკანონო მშენებლობების აღკვეთის მიზნით, სპეციალური ღონისძიება განახორციელა.
დამრღვევი სუბიექტების არაერთი გაფრთხილებისა და გაცემული მითითების შეუსრულებლობის, ასევე, მშენებლობის შეჩერების დადგენილების დაუმორჩილებლობის შემდეგ, მუნიციპალურმა ინსპექციამ მიიღო შესაბამისი დადგენილება და მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე უკანონოდ მიმდინარე კაპიტალური მშენებლობების დემონტაჟი მოახდინა.
„თბილისის ზღვის მიმდებარედ, რეკრეაციულ ზონაში აღვკვეთეთ მორიგ ჯერზე სახელმწიფო და თვითმმართველის საკუთრებაში არსებული ტერიტორიების მიტაცების მცდელობა და მათზე მიმდინარე უკანონო მშენებლობები. სამსახურმა ოპერატიულად იმოქმედა და დროულად მოხდა უკანონო განაშენიანების პროცესის შეჩერება და რეკრეაციული ზონის შენარჩუნება. მუნიციპალური ინსპექცია ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს უკანონო მშენებლობების გამოვლენისა და მათზე რეაგირების კუთხით.
მსურს, მოვუწოდო მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო ქმედებებისგან, რადგან სამსახური ყოველთვის კანონის შესაბამისად იმოქმედებს. აქვე აღსანიშნავია, რომ უკანონო მშენებლობების მწარმოებელი პირები, რომლებიც ცდილობდნენ სახელმწიფო მიწების მიტაცებას, საკუთრებაში ფლობენ არაერთ ბინას და მიწის ნაკვეთს“, - განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის უფროსმა გოგი ჩიქოვანმა და მხარდაჭერისთვის სამართალდამცავ უწყებებს მადლობა გადაუხადა.