მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7085.1
-0.0018
flag
AZN 1.594
-0.0003
flag
CNY 38.026
-0.0022
flag
EUR 3.1127
-0.007
flag
GBP 3.5314
-0.0134
flag
KZT 51.63
-0.0011
flag
TRY 0.0644
0
flag
USD 2.7102
-0.0007

GCCA-იმ აგრესიული კომერციული საქმიანობის გამო სამედიცინო ესთეტიკურ ცენტრს ჯარიმა დააკისრა

news image

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA), სამედიცინო ესთეტიკურ ცენტრს შპს “მედ სტატუსს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის  - აგრესიული კომერციული საქმიანობის ფაქტი დაუდგინა. კერძოდ, საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადასტურდა, რომ მომხმარებლის კლინიკაში ვიზიტისას, მოვაჭრე ხელშეკრულების სწრაფად გაფორმების მიზნით, შემჭიდროებულ ვადაში, ინტენსიურად ცდილობდა მომხმარებლების ნებაზე ზემოქმედებას. კერძოდ, კლინიკის თანამშრომლების დახმარებით, მომხმარებლებს აფორმებინებდნენ  სესხის ხელშეკრულებებს მომსახურების ღირებულების გადახდის მიზნით, ისე რომ მათ არ ჰქონდათ სათანადო ინფორმაცია და ასევე თავისუფალი არჩევანი გადაწყვეტილების მიღებისას. 

GCCA-ის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ  მოვაჭრე მომხმარებლის ნებაზე არასათანადოდ ზემოქმედებდა. კანონმდებლობის შესაბამისად, არასათანადო ზემოქმედებად განიხილება ყველა ქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული იძულებასთან ან მუქარასთან, თუმცა, ზღუდავს მომხმარებლის უნარს მიიღოს ინფორმირებული გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის ლეგიტიმურ უფლებას წარმოადგენს. შესაბამისად, 1 თვის ვადაში,  მოვაჭრეს დაევალა - მომხმარებელთა დარღვეული უფლებების აღდგენა და თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის მუხლების მოთხოვნებთან  შესაბამისობაში მოყვანა, რაც არ შესრულდა.  სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო შპს „მედ სტატუსი“ 6576 ლარი და 43 თეთრით დაჯარიმდა.

ინფორმაციისთვის: კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოვაჭრეს ჯარიმა ეკისრება, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს მოვაჭრის წინა ფინანსური წლის, წლიური ბრუნვის 2%-ს. 12 თვის განმავლობაში, მოვაჭრის მიერ დარღვევის გამეორება გამოიწვევს დაკისრებული ჯარიმის გაორმაგებას. სააგენტოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს.

news banner
ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

05.11.2025.17:54

7 ნოემბერს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ღრმაღელის წყალგამტარ გვირაბში წყალმომარაგების სტაბილურობისთვის რთულ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. 

კომპანიის ჯგუფები, რთულ ტექნიკურ სამუშაოებს 7 ნოემბერს დილის 10:00 საათიდან დაიწყებენ და ინტენსიურ, უწყვეტ რეჟიმში შეასრულებენ.

გარდა გვირაბში მიმდინარე სამუშაოებისა, კომპანია პარალელურად განახორციელებს სამუშაოებს წყალმომარაგების გამანაწილებელ ქსელზე - დამონტაჟდება ჩამკეტ მარეგულირებელი ურდულები, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ქსელის მართვის შესაძლებლობებსა და წყალმომარაგების სტაბილურობას.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 7 ნოემბრის დილის 10:00 საათიდან 8 ნოემბრის საღამოს 22:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:  

ჩუღურეთის რაიონში:  სამშვილდის, მარუაშვილის, აფხაზეთის, სამურზაყანოს, 9 ძმის, ცაიშის, აბაშის, ხონის, სენაკის, ლანჩხუთის, ტაშირის, ლაილაშის, სალხინოს, ქვალონის, ატოცის, ნორიოს, ლარეხის, დავითაშვილის, ბაგრატიონის, სააკაძის, ბოდავის, ხუდადოვის, მახათის, ჭალადიდის, გედევანიშვილის, ივერთუბნის, აგიაშვილის, ჯორჯაძის, ბარაკონის, მიზანდარის, კვარაცხელიას, პაპავების, ხერხეულიძეების, ეშბას, ასხინის, ართვინის, არაგვისპირელის, სიღნაღის, კანდელაკის, ხორნაულის, გაბუნიას, ყუბანეიშვილის, ბეთაშვილის, ადამიას, თამარაშენის, ტყეკულტურის, მანგლისის, ყანჩელის, ხაჩატურიანის, ქარსელაძის, ენუქიძის, მამულაშვილის, მანიჟაშვილის, ლოლაძის, არგვეთას, თეკლათის და მიმდებარე ქუჩებს.

ისნის რაიონში: ევროპისა და ქეთევან დედოფლის მოედანებს, ღვინის და მეტეხის აღმართებს, მხატვრების, ვაზისუბნის, სამრეწველოსა და სამგორის დასახლებებს, გაბრიელ სალოსის გამზირ,ს, მოსკოვისა და ქეთევან დედოფლის გამზირების ნაწილს,  ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტალს. ფშავის, მუჯირიშვილის, კიკეთის, კაიშაურის,, საინგილოს, სამრეკლოს, მესხიშვილის, ახვლედიანის, ლომოურის, ხიდისთავის, ავლაბრის, იორის, არმაზის, ალაზნის, დუშეთის, ფაღავას, ლაგოდეხის, წერეთლის, ცისკრის, გურჯაანის, ფოსტის, წინანდლის, , აწყურის, უშაკოვის, ყვარელის, ონიანის, მიქელაძის, მესხეთის, მათიაშვილის, ამირეჯიბის, ანდღულაძის, კაკაბეთის, ჩოჩუას, ტატიშვილის, ხარაბაძის, უზნაძის, ბუცხრიკიძის, კვაჭანტირაძის, დავითაიას, მუსხელიშვილის, პატარიძის, ვაზის,  მშველიძის, სულაქველიძის, იზაშვილის, მთავარანგელოზის, წურწუმიას, ფერიცვალების, თელავის,  ბაქრაძის, ხომერიკის, რაზიკაშვილის, ლაღიძის, ზურაბაშვილის,  მამისაშვილის, ნიჟარაძის, კაჭარავას, ანჯაფარიძის, მეტეხის, ჩეხოვის, ჯორბენაძის, ურბნისის, მუკუზანის, 300 არაგველის, იალბუზის, ბოდბის, ლეხ კაჩინსკის, კაკულიას,  ნადარეიშვილს, ლობჟანიძის, შირაქის, დოდაშვილის, ნიორაძის, სოფრომაძის, მახარაშვილის, დიდგორის, წულაძის, გეთიას, აბუსერიძე-ტბელის, სამგორისა და მიმდებარე  ქუჩებს.

ნაძალადევის რაიონში: ავშნის დასახლებას, გეგუთის, სვირის, კიშინოვის, ზეკარის, ასურეთის, კურსების, მირზაანის, ლისაშვილის, წერონისის, თოდრიას, ჟღენტის, ბახმაროს, გომარეთის, რაჭის, ლოტკინის  მთის, სამღერეთის, ზაქარაიას,  ხერთვისის,  ცქიტიშვილი, ნაქალაქევის,  ბეჟანიშვილის,  ქართლის, დაისის, ღრმაღელის, ილურიძის, ჯავის, ლომთათიძის, ბეშენოვას, ვანათის, ახალ მოწამეთა, იოსელიანის, სუვოროვის, თიანეთის, მუხრანის, გლინკას, გარეჯელის, ლიახვის, გუდამაყარის,  ქვიშხეთის, შენგელაიას, ხუდადოვის,  ბენდელიანის, კახიანის, წაღვერის, სტურუას, ასკურავას, კელაპტრიშვილის, მესხის, ქებურიას, ურიდიას,  უიარაღოს, ზიგზაგის, გავაზაურის, ტოროშელიძის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სვანეთის,, ჭიჭინაძის, ორბეთის, ქსოვრელის, ქართლელიშვილის, უცნობ გმირთა და მიმდებარე ქუჩებს; სანზონის, ჯანელიძის, წიკლაურისა და  გობრონიძის ქუჩების ნაწილს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა