მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7193.5
-0.0014
flag
AZN 1.5856
-0.0006
flag
CNY 39.508
-0.0049
flag
EUR 3.1757
-0.0043
flag
GBP 3.6539
-0.0007
flag
KZT 56.81
0.001
flag
TRY 0.0602
-0.0001
flag
USD 2.6954
-0.0009

გასული წელი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გარდამტეხი იყო - რევაზ სოხაძე

news image

,,გასული წელი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 2025 წელს დასრულდა რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა -ე.წ. „საუკუნის პროექტი“, რომელიც საინჟინრო თვალსაზრისით ყველაზე რთულ და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ მონაკვეთს წარმოადგენდა”- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში - „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, რიკოთის მონაკვეთი მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს, რაც პროექტის მასშტაბსა და სირთულეს ნათლად წარმოაჩენს. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელთა მრავალწლიანი შრომაც იდგა ამ პროექტის უკან იდეის დაბადებიდან მის სრულ განხორციელებამდე.

მისივე განცხადებით, რიკოთის უღელტეხილის მოდერნიზაციის საკითხი წლების განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობის აღება და მისი რეალიზება მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო. როგორც მან აღნიშნა, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ანალოგიც რეგიონში აქამდე არ განხორციელებულა.

რევაზ სოხაძემ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დარჩენილია რამდენიმე მცირე მონაკვეთი. მათ შორისაა სამტრედიის ე.წ. ხიდის მონაკვეთი, სადაც სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„გურიის მონაკვეთზე უკვე გახსნილია 8-კილომეტრიანი გზა - ლანჩხუთის შემოვლითი მონაკვეთი. გაზაფხულზე გაიხსნება დარჩენილი 6 კილომეტრი, ასევე 3-კილომეტრიანი გრიგოლეთის მონაკვეთი. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უკვე ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილება იყოს პრაქტიკულად შეუფერხებელი, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ სამტრედიის მონაკვეთს. საგზაო მიმართულებით გასული წელი მართლაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

16.04.2026.15:29

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს ხალიდ მოჰამედ ბალამას შეხვდა.

შეხვედრის ფარგლებში ნათია თურნავამ თავის არაბ კოლეგას საქართველოს ფინანსური და საბანკო სექტორის მიღწევები და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები გააცნო.

ორი ქვეყნის ცენტრალური ბანკის პირველმა პირებმა ერთმანეთს თავიანთი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს საზედამხედველო მიდგომებისა და საგადახდო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით.

ნათია თურნავამ ხალიდ მოჰამედ ბალამს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სებ-ის მიერ დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის მასშტაბურ განახლებაზე, რაც ქვეყნის ფინანსური ტრანზაქციების საკვანძო კომპონენტს წარმოადგენს. აღნიშნული განახლება მიზნად ისახავს RTGS სისტემის ეფექტიანობისა და გამტარუნარიანობის ზრდას, რაც ბიზნესებს შორის (B2B) ტრანზაქციების უფრო სწრაფ და საიმედო დამუშავებას უზრუნველყოფს.

როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ეროვნული ბანკი ასევე ხელს უწყობს სხვადასხვა ინოვაციური საგადახდო მომსახურების განვითარებას. მათ შორისაა მყისიერი გადახდების სისტემის (IPS) შემუშავება.

საუბარი ასევე შეეხო ფინანსური ტექნოლოგიებისა და ვირტუალური აქტივების მომსახურების განვითარებას საქართველოში და ამ მიმართულებით სებ-ის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ეროვნულ ბანკებს შორის ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა