მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7077
0.0028
flag
AZN 1.5861
-0.0002
flag
CNY 38.671
0.0052
flag
EUR 3.1503
0.0098
flag
GBP 3.6306
0.0151
flag
KZT 52.86
0.0003
flag
TRY 0.0625
0
flag
USD 2.6967
-0.0004

გასული წელი საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით გარდამტეხი იყო - რევაზ სოხაძე

news image

,,გასული წელი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. 2025 წელს დასრულდა რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა -ე.წ. „საუკუნის პროექტი“, რომელიც საინჟინრო თვალსაზრისით ყველაზე რთულ და მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ მონაკვეთს წარმოადგენდა”- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ დილის გადაცემის საავტორო რუბრიკაში - „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ სტუმრობისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, რიკოთის მონაკვეთი მოიცავს 51 გვირაბსა და 97 ხიდს, რაც პროექტის მასშტაბსა და სირთულეს ნათლად წარმოაჩენს. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელთა მრავალწლიანი შრომაც იდგა ამ პროექტის უკან იდეის დაბადებიდან მის სრულ განხორციელებამდე.

მისივე განცხადებით, რიკოთის უღელტეხილის მოდერნიზაციის საკითხი წლების განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებლობის აღება და მისი რეალიზება მხოლოდ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ შეძლო. როგორც მან აღნიშნა, ეს არის ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ანალოგიც რეგიონში აქამდე არ განხორციელებულა.

რევაზ სოხაძემ აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დარჩენილია რამდენიმე მცირე მონაკვეთი. მათ შორისაა სამტრედიის ე.წ. ხიდის მონაკვეთი, სადაც სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„გურიის მონაკვეთზე უკვე გახსნილია 8-კილომეტრიანი გზა - ლანჩხუთის შემოვლითი მონაკვეთი. გაზაფხულზე გაიხსნება დარჩენილი 6 კილომეტრი, ასევე 3-კილომეტრიანი გრიგოლეთის მონაკვეთი. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ უკვე ზაფხულში, ტურისტულ სეზონზე, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილება იყოს პრაქტიკულად შეუფერხებელი, თუ არ ჩავთვლით მხოლოდ სამტრედიის მონაკვეთს. საგზაო მიმართულებით გასული წელი მართლაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო“-განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

13.01.2026.15:34

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა