გასტრონომიის განვითარება გასტრო ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს და გასტრო ტურიზმი არის ერთ-ერთი მსხვილი მიმართულება, რისთვისაც საქართველოში ტურისტები ჩამოდიან - მაია ომიაძე
ვფიქრობ, რომ მათი კარიერისთვის ეს ძალიან წარმატებული და პოზიტიური იქნება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ ქართველი დამწყები მზარეულების მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კულინარიულ სკოლაში გადამზადებაზე საუბრისას.
„გასტრონომიის განვითარება გასტრო ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს და გასტრო ტურიზმი არის ერთ-ერთი მსხვილი მიმართულება, რისთვისაც საქართველოში ტურისტები ჩამოდიან. ვფიქრობთ, რომ ძალიან წარმატებული პროექტი იქნება, ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, - აღნიშნა მაია ომიაძემ.
10 ქართველი დამწყები მზარეულისთვის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი კულინარიული სკოლის კარი გაიღო.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
21.07.2025.17:52
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური, თამარ მეფის სახელობის ხიდზე არსებული ტროტუარების რეაბილიტაციას იწყებს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 22 ივლისიდან ერთი თვის განმავლობაში, თამარ მეფის სახელობის ხიდზე არსებულ საავტობუსე ზოლებზე გადაადგილება ღამის საათებში შეიზღუდება.
„სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას, ფეხით მოსიარულეთათვის, გზის განაპირა ზოლში სპეციალურად მოეწყობა ორმაგი დამცავი ჯებირები, სადაც ფეხით გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი.
საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განკუთვნილ ზოლებზე ნებადართული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის, ხიდზე არსებულ საავტობუსე ზოლებზე მოძრაობა შეზღუდული იქნება 00:00 საათიდან 06:00 საათამდე. შეზღუდვები იმოქმედებს მონაცვლეობით, ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ ეტაპზე ხიდის მეორე მხარეს.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო! “, - აცხადებენ მერიაში.