მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ჭიაკოკონობის ღამეს ნარჩენების დაწვაზე კონტროლს გაამკაცრებს

news image

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი - „ჭიაკოკონობა“ იმართება. რიტუალის დროს ცეცხლის დასანთებად, მოსახლეობა სხვადასხვა ტიპის მუნიციპალურ ნარჩენს იყენებს. აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.

ნარჩენების მართვის კოდექსის თანახმად, მუნიციპალური არასახიფათო ნარჩენების - ფოთლების, ბაღის/პარკის ნარჩენების, საყოფაცხოვრებო ნარჩენების ღია წესით დაწვა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო საბურავის, რეზინისა და სხვა ელასტომერული მასალის ღია წესით დაწვის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს 1 500 ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი „ჭიაკოკონობის ღამეს“ კონტროლს გაამკაცრებს და თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ტარდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე.

 

 

 

 

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჯივიპიმ ევდოშვილის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების რეაბილიტაცია დაიწყო

30.07.2025.15:56

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ევდოშვილის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი კომპანიის 2025 წლის საინვესტიციო გეგმის ფარგლებში ხორციელდება და მისი ჯამური ინვესტიცია 1.6 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ჯივიპის ტექნიკური დირექტორი გიგა ნადირაძე, დიდუბის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ უგულავა და დიდუბის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი საკრებულოში, გივი ჩხარტიშვილი ადგილზე გაეცნენ.

სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში სრულად განახლდება  1.7 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელები, დამონტაჟდება 37 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყობა 76 საკვანძო ჭა და 3 სახანძრო ჰიდრანტი.

„ჯივიპი აქტიურად აგრძელებს წყალმომარაგებისა და წყალარინების მოძველებული ქსელების შეცვლა-განახლებას. ახლა ჩვენ ვიმყოფებით დიდუბის რაიონში, ევდოშვილის ქუჩაზე, სადაც წყალარინებისა და წყალმომარაგების ქსელის სრული განახლება მიმდინარეობს. სამუშაოები ივლისის თვეში დაიწყო და მისი დასრულება სექტემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. აღნიშნული საინვესტიციო პროექტის ღირებულება 1.6 მილიონ ლარზე მეტია,“ - გიგა ნადირაძე, ჯივიპის ტექნიკური  დირექტორი.

პროექტის დასრულების შემდეგ ევდოშვილის და მიმდრებარე ქუჩების მოსახლეობას წყალმომარაგებისა და წყალარინების მომსახურება მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდება.

ჯივიპი მომავალშიც განაგრძობს გეგმური საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, რაც ქალაქის მასშტაბით წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის ეტაპობრივ განახლებას ემსახურება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა