გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების მიზანი პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაა - ნინო თანდილაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი საქართველოს ბიზნესასოციაციისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების პაკეტი გააცნო.
ცვლილებების პაკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს პარლამენტთან ერთად შეიმუშავა.
„საქართველოს ბიზნესასოციაციაში წარმოვადგინეთ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა მთავარი მიზანი პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრაა. ეს ცვლილებები, ძირითადად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) საკითხებს ეხება და კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების დახვეწას, ადმინისტრაციული წარმოების ვადების შემცირებას და პროცესების მეტი გამჭვირვალობას ითვალისწინებს. მოხარული ვარ, რომ ბიზნესსექტორმა დადებითად შეაფასა სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები შეესაბამება საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს და ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს“, - აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
კომპანია „გალფ ჯორჯიას“ ბიზნესის განვითარების დირექტორის, შავლეგ მიშველაძის განცხადებით, კოდექსში შესატანი ცვლილებები მნიშვნელოვნად გაამარტივებს ბიზნესისთვის ადმინისტრაციულ პროცედურებს, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯია.
საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს დროულ, მნიშვნელოვან და უაღრესად საჭიროდ მიიჩნევს. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს ახალი პროექტების დაწყებასა და ზრდას, რაც ბიზნესის განვითარებისათვის დამატებითი სტიმული იქნება.
„შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ბევრი კომპანია, რომლებმაც კმაყოფილება გამოთქვეს პროცედურების მნიშვნელოვნად გამარტივებასთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, პროექტები ეფექტიანად განხორციელდეს, ეკონომიკა განვითარდეს და, ამავდროულად, გარემოსდაცვითი სტანდარტები დაცული იყოს. დაგეგმილი ცვლილებები შეამცირებს ბიუროკრატიას, რაც ყველას სჭირდებოდა და, შესაბამისად, მეტ სტიმულს მისცემს ახალი პროექტების დაწყებას და განვითარებას“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში შესატანი ცვლილებები მოიცავს საქმიანობის ექსპლუატაციის პირობების ცვლილებების შესახებ ახალი პროცედურების შემოღებას, ასევე, გზშ-ს ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის, შინაარსისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მკაფიო განსაზღვრას. აღნიშნული ცვლილებებით, ასევე, გათვალისწინებულია სტრატეგიულ გარემოსდაცვით შეფასებას
(სგშ) დაქვემდებარებული სივრცითი დოკუმენტების ჩამონათვალის დაზუსტება, დანართებში მოცემული საქმიანობების კორექტირება და შესაბამისი ზღვრების დაწესება.
ბიზნესასოციაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, ბიზნესომბუდსმენის მოადგილე ნინო კვეტენაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი და საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრები ესწრებოდნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.19:15
ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ კონკურსი „ფინანსური ასოციაციობანას“ გამარჯვებული მასწავლებლები - მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტრის საჯარო სკოლის მასწავლებელი მარინე გულაშვილი და სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-ჯესს-ის მასწავლებელი მარიამ ბოლქვაძე დააჯილდოვა.
სიტყვით გამოსვლისას მან ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის მიზანია მრავალფეროვანი და ინფორმაციული საგანმანათლებლო მასალების შექმნა, რომელთა დახმარებითაც საგაკვეთილო პროცესი გაცილებით პროდუქტიულად წარიმართება.
„მიხარია, რომ ასეთი შემოქმედი, საქმის ერთგული და მოყვარული მასწავლებლები გვყავს, რომელთა როლი ფასდაუდებელია მომავალი თაობის წარმატებაში. ეროვნულ ბანკში ფინანსური განათლების პროექტებზე მუშაობისას ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო მასალები, რომელთა დახმარებითაც გაკვეთილები გახდება კიდევ უფრო საინტერესო და შთამაგონებელი“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
კონკურსი ფინანსური განათლების ინოვაციური გზით მიწოდების წასახალისებლად ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუზე (www.finedu.gov.ge) დაინიცირდა. მისი მიზანი იყო ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში წამოწყებული საგანმანათლებლო აქტივობის მდგრადობის ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილე მასწავლებლებმა ფინანსური განათლების სამაგიდო თამაშის „ფინანსური ასოციაციობანას“ გამოყენებით მრავალფეროვანი საკლასო აქტივობები შექმნეს.
კონკურსის ფარგლებში შემოსული ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.