გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა პლასტმასის ზემოქმედებისა და მისი შემცირების საკითხებზე თბილისის 215-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა თბილისის 215-ე საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართა. ტრენინგები პლასტმასის მოხმარების შემცირებასა და ნარჩენების მართვის აქტუალურ საკითხებს დაეთმო.
შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია პლასტმასის გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შესახებ და გაეცნენ ნარჩენების დახარისხებისა და შემცირების პრაქტიკულ მიდგომებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ერთჯერადი პლასტმასის გამოყენების შემცირებასა და ეკომეგობრული ალტერნატივების დანერგვის მნიშვნელობას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის განცხადებით, პლასტმასის პრობლემის მართვა და ამ მიმართულებით ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ცენტრის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ცენტრი მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს პლასტმასის ზემოქმედების შემცირებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო შეხვედრების ორგანიზებას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში.
სხვა სიახლეები
სგპ ყაზბეგში მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული თანხისა და ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
17.04.2026.16:19
საბაჟო გამშვებ პუნქტში - ,,ყაზბეგი", დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობებისა და თანხის შემოტანის მცდელობის 5 ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 579,39 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 145 608 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია ერთ-ერთი სამართალდამრღვევი მოქალაქის მიერ, არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტი, როდესაც თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით - 76 509 ლარი შეადგინა.
სამი სამართალდამრღვევი პირის მიმართ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ორი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, საერთო ჯამში 14 813 ლარით დაჯარიმდა.