მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7095.4
0.0044
flag
AZN 1.5926
-0.0002
flag
CNY 38.075
-0.0027
flag
EUR 3.1367
-0.0057
flag
GBP 3.5599
-0.0057
flag
KZT 52
0.0022
flag
TRY 0.0639
-0.0001
flag
USD 2.7078
-0.0002

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა

news image

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ორდღიანი ტრენინგი გამართა. 

ტრენინგი სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე თამთა დევდარიანმა გახსნა, რომელმაც მონაწილეებს ცენტრის პრიორიტეტები და მიმდინარე აქტივობები, მათ შორის, საგანმანათლებლო მიმართულებები გააცნო. 

ტრენინგის ფარგლებში, სტუდენტებმა ინფორმაცია მიიღეს სასოფლო-სამეურნეო ცოდნისა და ინოვაციების სისტემის (AKIS), გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სერვისების, სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამების, გარემოსდაცვითი პოლიტიკის, გარემოსდაცვითი უფლებებისა და ამ მიმართულებებით მედიის როლის შესახებ. 
ტრენინგის ბოლოს, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, აგრარული პოლიტიკისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით კითხვები დაესვათ და პასუხები დარგის სპეციალისტებისგან მიეღოთ. 

ტრენინგის ფარგლებში, სტუდენტები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე იმყოფებოდნენ, სადაც მათთვის შემეცნებითი ტური ჩატარდა.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ავრცელებს.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მარეგულირებელი აუდიტის შესახებ სასწავლო კურსი მიმდინარეობს

19.11.2025.16:10

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ დაფუძნებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარეობს სასწავლო კურსი „მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპები“, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები სწავლობენ სემეკის მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების დეპარტამენტების მუშაობის სპეციფიკას, ენერგეტიკის სექტორში მოქმედ რეგულაციებსა და წესებს.

სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ მარეგულირებელი აუდიტის საკანონმდებლო ჩარჩოსა და მიზნებს, აუდიტის პროცესში ჩართული მხარეების პასუხისმგებლობებს, მიზანშეწონილი და არამიზანშეწონილი დანახარჯების შეფასების პრინციპებს, რეგულირებული ან არარეგულირებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავლების აუდიტის წესებს, აუდიტის ანგარიშის მომზადებისა და მისი საჯაროობის სტანდარტებს.

სასწავლო კურსი შემუშავებულია სემეკის პროფესიონალთა გუნდის მიერ და მიზმად ისახავს სექტორში დასაქმებული სპეციალისტებისთვის, ეკონომისტებისთვის, ფინანსისტებისთვის, იურისტებისთვის, დაინტერესებული პირებისთვის ცოდნის გაღრმავებას სატარიფო რეგულირებისა და მარეგულირებელი აუდიტის მიმართულებით.

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა