მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7086.3
0.0033
flag
AZN 1.5938
-0.0003
flag
CNY 38.041
-0.0036
flag
EUR 3.1407
-0.0068
flag
GBP 3.6085
-0.0175
flag
KZT 50.32
0
flag
TRY 0.0646
0
flag
USD 2.7105
-0.0005

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, რუსთავში ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

news image

22 ოქტომბერს, ქალაქ რუსთავში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინიციატივით, ხის დარგვის საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოების ჩართვა გარემოზე ზრუნვის პროცესში და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება.

რუსთვის ცენტრალურ პარკში დაირგო ორმოცდაათ ერთეულზე მეტი ელდარის ფიჭვის და ვერხვის ნერგები. ხის დარგვის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, რუსთავის მერიის წარმომადგენლებმა.

სკოლის მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი თემატიკის შესახებ საგანმანათლებლო აქტივობებშიც მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის, თემატურ თამაშებში, სადაც ბუნებისა და მწვანე სივრცეების მნიშვნელობაზე იმსჯელეს.

„ხის დარგვის დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანია როგორც გარემოს გაუმჯობესების, ისე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით. მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ეკოპასუხისმგებლობის განვითარებას, ბუნების მიმართ ინტერესისა და სიყვარულის გაღვივებას, რაც, საბოლოოდ, გარემოზე პასუხისმგებელი ქცევის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს“, - აღნიშნა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამთა დევდარიანმა.

მისივე თქმით, ცენტრი მომავალშიც გააგრძელებს მსგავს საგანმანათლებლო და პრაქტიკული ღონისძიებების განხორციელებას, რათა მოსახლეობა, მათ შორის ახალგაზრდა თაობა, უფრო აქტიურად ჩართოს გარემოზე ზრუნვის პროცესში.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ჩვენთვის პრიორიტეტია რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება - განსაკუთრებით ფინანსური ტექნოლოგიების, კაპიტალის ბაზრისა და გადახდების მიმართულებით - ნათია თურნავა

23.10.2025.12:35

„თბილისის ფინანსური სამიტი” დღეს, 23 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნა. სამიტი წელს პირველად ტარდება და იგი "აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში" იმართება.

ღონისძიება ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ გახსნა. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდრომარემ შალვა პაპუაშვილმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მიმართა.

,,ეროვნულ დონეზე ფინტექ ეკოსისტემისა და ფინანსური სერვისების განვითარებასთან ერთად, ჩვენთვის პრიორიტეტია რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერება — განსაკუთრებით ფინანსური ტექნოლოგიების, კაპიტალის ბაზრისა და გადახდების მიმართულებით. ჩვენი მიზანია, შუა დერეფნის ქვეყნებთან თანამშრომლობით, საქართველო მიმზიდველ საფინანსო ჰაბად ვაქციოთ, რაც ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის საქმეში ჩვენი ქვეყნის როლის შემდგომ გაძლიერებას ნიშნავს”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი შეფასებით, დღევანდელი ღონისძიება ქმნიზ უნიკალურ შესაძლებლობას, განხილულ იქნას ფინანსური სერვისების მიმართულებით არსებული გლობალური ტენდენციები, რეგიონული ინიციატივები და თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ცნობისთვის, თბილისის ფინანსური სამიტის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია „გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი“ (GFTN) — წამყვანი საერთაშორისო ქსელი ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა