გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ შემუშავებული პროგრამის „ეკოლიდერთა სკოლა“ 2025 წლის სასწავლო კურსი დასრულდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელმა თამარ ლომიძემ მოსწავლეებს კურსის დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.
„ეკოლიდერთა სკოლა“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ახალგაზრდა თაობისათვის გარემოსდაცვითი საკითხების სწავლება და ამ მიმართულებით მათი ცნობიერების ამაღლება.
სასწავლო კურსი ორი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსწავლეებს ლექციებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სპეციალისტები უტარებდნენ.
თეორიული სწავლების შემდეგ, მოსწავლეები, პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, დიღმის ტყის პარკს, საწარმო შპს ,,სუფთა სამყაროს” და ალგეთის ეროვნულ პარკს ეწვივნენ.
სასწავლო კურსი პროექტ „ECO GEORGIA-ს“ ფარგლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. მასში მონაწილეობა მიიღეს მეცხრედან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სკოლის მოსწავლეებმა. მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე მოხდა.
სხვა სიახლეები
აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა არ ექნებათ - განათლების სამინისტრო
08.12.2025.23:23
აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა არ ექნებათ, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მომავალი წლიდან აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩამონათვალში მიუთითონ სახელმწიფო, თუ კერძო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები“, - აცხადებენ სამინისტროში.