მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7232.5
0.0109
flag
AZN 1.5849
0
flag
CNY 39.473
-0.0046
flag
EUR 3.1652
-0.0027
flag
GBP 3.642
0.0035
flag
KZT 58.2
0.0012
flag
TRY 0.06
0
flag
USD 2.6938
0

გარემოსდაცვით თემებზე მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა

news image

გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრმა თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართა, რომელიც გარემოსდაცვით აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიების მიზანს ახალგაზრდებში გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი აქტიური ჩართულობის წახალისება წარმოადგენდა.

„შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია კლიმატის ცვლილების, ბიომრავალფეროვნების დაცვის, ნარჩენების მართვისა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყოველდღიურ პრაქტიკულ ნაბიჯებს, რომლებიც გარემოს დაცვას უწყობს ხელს, მათ შორის ენერგიის დაზოგვა, პლასტმასის მოხმარების შემცირება და ნარჩენების დახარისხება.

შეხვედრის მიზანი იყო არა მხოლოდ თეორიული ცოდნის გაზიარება, არამედ მოსწავლეების მოტივირება, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვით ინიციატივებში, გახდნენ ცვლილებების ინიციატორები და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში.

დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღინიშნება და მისი მიზანია გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

საზოგადოება
image ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ დასკვნებს და გეგმას - რამდენად ჯანსაღია ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს, როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი უკეთესობისკენ l პრემიერი

23.04.2026.12:45

ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და შესაბამისად, გეგმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს მოხდება მომავალი თვის დასაწყისშივე.

„ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას. დასკვნა იქნება ყველაფერთან დაკავშირებით, რამდენად ჯანსაღია ის სურათი, რომელიც დღეს გვაქვს მოცემული, როგორ შეიძლება შეიცვალოს სურათი უკეთესობისკენ. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიარებთ დასკვნებს", - განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა