გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 აგვისტოს ღამიდან დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - წერია ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა არ ექნებათ - განათლების სამინისტრო
08.12.2025.23:23
აბიტურიენტებს სხვადასხვა ფაკულტეტის არჩევაზე შეზღუდვა არ ექნებათ, - აღნიშნულია განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მომავალი წლიდან აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციისას ერთზე მეტ საგანმანათლებლო პროგრამას ვერ აირჩევენ, სიმართლეს არ შეესაბამება.
აბიტურიენტებს არ შეეზღუდებათ არჩევანის თავისუფლება. მათ ექნებათ შესაძლებლობა, ჩამონათვალში მიუთითონ სახელმწიფო, თუ კერძო უნივერსიტეტის მიერ შეთავაზებული საგანმანათლებლო პროგრამები“, - აცხადებენ სამინისტროში.