გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმება დაიწყო
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმება დაიწყო. დაილუქა დადგენილ რეგულაციასთან შეუსაბამოდ წარმოებული, სამ ტონამდე პლასტიკის პარკი. 14 სახეობის პარკის ნიმუში კი დეგრადაციის ხარისხისა და მძიმე ლითონების შემცველობის დადგენის მიზნით, შესაბამის ლაბორატორიაში გადაიგზავნა.
პარკების მწარმოებელი კომპანიების შემოწმების მიზანია, საცალო ქსელში არ მოხვდეს ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსაბამო პლასტიკის პარკები და შესაბამისად, შემცირდეს გარემოს დაბინძურება.
სხვა სიახლეები
13.11.2026.23:52
მზის პანელების შეძენისა და მონტაჟის მოტივით 40 000 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე პროკურატურამ ერთ პირს ბრალი წარუდგინა
13.11.2026.16:35
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა იმ მოტივით, რომ შეიძენდა და დაამონტაჟებდა მზის პანელებს, დაზარალებულებს 40 000 ლარი ჩაარიცხინა, რომელიც მიისაკუთრა და ქვეყნის ფარგლები დატოვა.
ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით) დაუსწრებლად წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს უკვე მიმართა.